სიცოცხლის სამი სასიკვდილო მტერი - ალკოჰოლი, თამბაქო, სტრესი - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » სიცოცხლის სამი სასიკვდილო მტერი - ალკოჰოლი, თამბაქო, სტრესი
22:54
სიცოცხლის სამი სასიკვდილო მტერი - ალკოჰოლი, თამბაქო, სტრესი
ადამიანებს შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან დიდხანს იცოცხლონ. ცნობილია, რომ ირანში, სოფელ კელიუსში ცხოვრობდა სეიდ–ალი, რომელიც 195 წლის იყო და სათვალის გარეშე მუშაობდა. ამავე დროს ბოლივიაში ცხოვრობდა ვინმე მაქარანჯე, რომელიც თავის 203 წლის ასაკში სავსებით შრომისუნარიანი იყო.

ცნობილია სხვა გასაოცარი მაგალითებიც. ფრანგი პიერ დეფურნელი 120 წლის ასაკში მესამედ დაქორწინდა. მას ყავდა სამი ვაჟიშვილი, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებში იყვნენ დაბადებულნი – XVII, XVIII და XIX–ში.

ჯონი და სარა როველები ვენგრიიდან გარდაიცვალნენ 1925 წელს, როცა ჯონი 172 წლის იყო, ხოლო სარა – 164, მათი ვაჟიშვილი მაშინ 116 წლის იყო. 95 წლის თურქმა ფატიმა ედირგერმა 1964 წელს ტყუპები გაუჩინა თავის 127 წლის ქმარს.

ადამიანის ჭეშმარიტ ასაკს პასპორტი კი არ საზღვრავს, არამედ მისი სისხლძარღვების მდგომარეობა. შეიძლება ადამიანი დაბერდეს 30 წლის ასაკში და შეიძლება 100 წლისაც შრომისუნარიანი იყოს. ორგანიზმში უამრავი სისხლძარღვია: მათი საერთო სიგრძე ისეთია, რომ 2,5 –ჯერ შემოერტყმებოდა დედამიწას. ეს ცხოვრების მდინარეები მთელს ჩვენს სხეულშია განთავსებული. მათი უთხელესი კედლებიდან განუწყვეტლივ ხდება ნივთიერებათა ცვლა: ერთ მხარეს – ქსოვილებისათვის აუცილებელი ჟანგბადი, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური მარილები, ხოლო მეორე მხარეს – უჯრედებისათვის მავნებელი კვებისა და სუნთქვის შედეგად დარჩენილი ნარჩენები.

თუ სისხლძარღვები გაგანიერებულია– ადამიანი არ "გაცვდება", ხოლო თუ შევიწროვებულია – ხანგრძლივი სიცოცხლისათვის შანსები ნაკლები აქვს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დავიწროვება? პირველ რიგში ეს არის თამბაქო. მას თავისი შხამიანობით ციანიდმჟავასაც კი ადარებენ. ამ მჟავის ერთი წვეთიც კი 15 წამში ადამიანის სიკვდილს იწვევს. ციანიდმჟავა ადედებს ჰემოგლობინს, რომელიც სისხლის წითელ სხეულაკებში მდებარეობს და ჟანგბადის გადამტანს წარმოადგენს. ჟანგბადის არ მიწოდების შემთხვევაში ორგანიზმი სწრაფად იღუპება.

ციანიდმჟავასთან უამრავი დრამატული ისტორიაა დაკავშირებული. ამ საშინელი შხამით ცდილობდნენ მოეწამლად სახელგანთქმული გრიგორი რასპუტინი. მან ამ შხამის ძალიან დიდი დოზა მიიღო, მაგრამ სიკვდილი მაინც არ დაუდგა. ამის შემდეგ მას ესროლეს, მერე კი სხეული მდინარე ნევასთან წაიღეს და ხიდიდან გადააგდეს. მაგრამ ის ჯერ კიდევ სუნთქავდა. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ რასპუტინი წყალქვეშაც კი ჯერ ისევ ცოცხალი იყო და ერთი ხელის გათავისუფლებაც კი მოასწრო. რატომ არ მოხერხდა მისი მოწამვლა? საქმე იმაშია, რომ რასპუტინმა ციანიდის ფხვნილი ნამცხვართან ერთად მიირთვა, ხოლო როგორც ცნობილია, ტკბილეული (შაქარი, გლუკოზა) აუვნებელყოფს ამ შხამს.

ციანიდმა, რომელიც ნაპოლეონმა მიიღო დამარცხების შემდეგ, ასევე არ გამოიწვია სიკვდილი, რადგან შხამმა, რომელიც ორი წლის წინ იყო მომზადებული, ნეიტრალიზება მოასწრო.

ციანიდისა და ნიკოტინის სასიკვდილო დოზები ერთნაირია და 0,08 გრამს უდრის. ერთი გრამი ნიკოტინი კლავს ცხენს. ეს ბანალური მაგალითია, მაგრამ, სამწუხაროდ, სიმართლეა. თუ ადამიანი ზედიზედ 25 სიგარეტს მოწევს, სიკვდილი 15 წამში დადგება. საბედნიეროდ 25 სიგარეტს ერდროულად არავინ ეწევა. ამიტომაც არ არის აშკარად გამოხატული, ხილული მოწამვლა. მაგრამ უხილავი მოწამვლა არსებობს და აი რაში მდგომარეობს იგი: სიგარეტის ბოლისაგან სქელდება სისხლძარღვების კედლები, რის გამოც ისინი ვიწროვდება. წლებთან ერთად მწეველთა სისხლძარღვები უფრო და უფრო ვიწროვდება, და საბოლოო ჯამში ყველაფერი კატასტროფით მთავრდება.

ითვლება, რომ თამბაქო ადამიანს უსიამოვნებებისაგან გადართვაში ეხმარება, ხელს უწყობს თვითდამკვიდრებას, აიოლებს ურთიერთობებს. მაგრამ ეს ყველაფრი ძალიან ძვირად უჯდება ადამიანს. თანამედროვე მედიცინამ დაამტკიცა, რომ თამბაქოსაგან ირღვევა გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემები, მწეველებს მკვეთრად ეწევათ ნაღველის მჟავიანობა... ერთი სიტყვით, ვინც ეწევა, რა თქმა უნდა, საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობას ამოკლებს, თანაც ძალიან ნელი თვითმკვლელობით. ამასთან, ისინი არა მარტო საკუთრ თავს ვნებენ, არამედ გარშემომყოფებსაც. ამერიკაში ათასობით ექიმმა დაანება თავი სიგარეტს.

მეორე მტერი – ეს არის ალკოჰოლი. თუმცა, მცირე დოზებით იგი აფართოებს სისხლძარღვებს. თუ ერთ ჭიქა ღვინოს დალევთ – ისინი გაფართოვდება, მეორეს დალევთ – უფრო გაფართოვდება, მაგრამ არსებობს ასეთ პარადოქსი – როგორც კი მესამე ჭიქას დალევთ, სისხლძარღვები მკვეთრად შევიწროვდება.

ალკოჰოლის საშიშროება კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ორგანიზმიდან ფილტვების მეშვეობით განიდევნება, ხოლო ფილტვები მისი ზეგავლენის გამო ჩვეულებრივზე უარესად იწყებენ მუშაობას: ირღვევა გაზების ცვლის პროცესი – ორგანიზმში გროვდება ზედმეტი ნახშრმჟავა და იგრძნობა ჟანგბადის ნაკლებობა. ეს ყველაფერი ასუსტებს ორგანიზმს და იწვევს მის ფორსირებულ ჭკნობას. მაგრამ ყველაზე დიდი საშიშროება მაინც ალკოჰოლზე შეჩვევაა.

ეს უძველესი ნარკოტიკი წარმოადგენს ფსიქოემოციური დაძაბულობის დაქვეითებისა და დადებითი ემოციების გააქტიურების საშუალებას. ალკოჰოლის დაბალი დოზა ხსნის დაღლილობას, მატებს მხნეობას და ათბობს სხეულს.

თუმცაღა ალკოჰოლის პატარა დოზები მოკლე დროში ვეღარ იწვევენ სასურველ ეფექტს და ამის გამო ადამიანი გადადის საშუალო, ხოლო შემდეგ ძალიან დიდ დოზებზე. თანდათანობით ყალიბდება ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დამოკიდებული მდგომარეობა ალკოჰოლის მიმართ – ვითარდება აკოჰოლიზმი მისი მძიმე შედეგებით.

ალკოჰოლის ზემოქმედება გუნება–განწყობილებაზე ორფაზოვანია: თავიდან არის უმიზეზო მხიარულება, ხოლო შემდეგ – უგუნებობა და სიმძიმე. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში მეორე ფაზა სულ უფრო მკვეთრად გამოხატული ხდება და ამ მდგომარეობას შეუძლია დეპრესია გამოიწვიოს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ალკოჰოლის ჭარბი დოზები იწვევს – ადამიანის პიროვნების ნგრევასა და დეგრადაციას.

საინტერესოა, რომ ხორბლის მარცვლები, რომლებსაც არაყში ჩაასველებთ, დათესვის შემთხვევაში არ აღმოცენდება და ეს მაშინ, როცა ფარაონის სამარხიდან ამოღებულმა მარცვლებმა (სამი ათასი წლის შემდეგ) შესანიშნავი თავთავი გამოიღეს.

ალკოჰოლი თავის თავში ბევრ საშიშროებას შეიცავს და ამის გამო ადამიანმა მისგან თავი უნდა შეიზღუდოს. ამბობენ, რომ ალკოჰოლს მიმართავენ, როცა ადამიანებთან ურთიერთობებში დაუკმაყოფილებლობას გრძნობენ, ხოლო "ყვლაზე დიდი ფუფუნება – ეს ადამიანური ურთიერთიბების ფუფუნებაა"(ეკზიუპერი). რაღაც დროის განმავლობაში ალკოჰოლი ნამდვილად აერთიანებს კომპანიას: იხსნება შებოჭილობა, გარშემომყოფები უფრო სიმპათიურები ჩანან, კეთილგანწყობილები და გულგახსნილები. დალევის დროს თითქოს იკარგება განსხვავება ადამიანებს შორის – როგორც ასაკობრივი, ისე ინტელექტუალური. ყოველი მათგანი მზადაა მეორეს გულისათვის წყალში გადავარდეს ან ცეცხლს მისცეს თავი. ნასვამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი საოცრად გონებახვილურ სიტყვებს ამბობენ, მაგრამ როგორც კი გამოფხიზლდებიან, რცხვენიათ ამავე სიტყვებისა და საკუთარი საქციელის გამო.

ამიტომ, ადამიანები უნდა ეცადონ, რომ ურთიერთობებს სხვა სახე მისცენ, იპოვონ სხვა ადამიანები საერთო ინტერესებით, გემოვნებით, მისწრაფებებით, რათა სასმელის გარეშეც შეეძლოთ მათთვის საერთო და საურველ თემებზე საუბარი. ადამიანმა თავი მაღლა უნდა ასწიოს, რათა დაინახოს მომავალი პერსპექტივები, გამოყენოს მრავალფეროვანი ცხოვრების ყველა სიხარული და არა შეავიწროვოს ინტერესები ალკოჰოლის მეშვეობით.

თუ პირველი და მეორე მტერი (თამბაქო და ალკოჰოლი) სისხლ–ძარღვებს თანდათანობით ავიწროვებს, მესამე მტერი ამას საშინელი სისწარფით აკეთებს. რა არის ეს დაუნდობელი მტერი, რომელიც უფრო დაუნდობელია, ვიდრე კიბო, ტუბერკულიოზი და ჰიპერტონია ერთად აღებული? ამ მესამე მტერს ჰქვია – სტრესული მდგომარეობა, მათ შორის მოწყენილობა, ცუდი განწყობა, მძიმე წყენა, ბოროტი შური, მრისხანება, ეჭვიანობა, შიში...

რა მოსდის სისხლძარღვებს, როცა ადამიანს თავს ესხმიან, ვთქვათ, სიტყვით ან დანით? სისხლ–ძარღვები მაშინვე ვიწროვდება და ხანდახან იმ დონემდეც, რომ შეიძლება შეწყდეს სისხლის მიწოდება, ხოლო თუ გულს და ტვინს შეუწყდება სისხლით მომარაგება, დგება მომენტალური სიკვდილი!

"საით გაგიწევია?" – ეკითხება ერთი მოხეტიალე კაცი გზაში შემხვედ შავ ჭირს – "ბაღდადში მივდივარ. 5 ათასი კაცი უნდა მოვკლა!"– რამდენიმე დღის შემდეგ ეს კაცი ისევ შეხვდა შავ ჭირს – "შენ თქვი, რომ 5 ათასი კაცი უნდა მოგეკლა, მაგრამ ამის მაგივრად, 50 ათასი მოკალი!"– წყენით უთხრა მან. "არა, – შეეკამათა შავი ჭირი – მე, როგორც ვთქვი, 5 ათასი კაცი მოვკალი, დანარჩენები შიშით მოკვდნენ."

შუა საუკუნეებში მოღვაწე მეცნიერმა იბნ–სინამ(ავიცენა) აღწერა შემთხვევა, როცა მგლის გვერდით მოათავსეს ორი ცხვარი. ის ცხვარი, რომელიც მგელს ვერ ხედავდა, გადარჩა, ხოლო მეორე ცხვარი, რომელიც უშუალოდ მგლის წინ იყო მოთავსებული, შიშისაგან მოკვდა.
ცნობილია, რომ ზოგირთი ფრინველი და ცხოველი ტყეში უფრო მალე კვდება, ვიდრე გალიაში: ბუნებაში მათ ბევრი მტერი ყავთ და მათზე გამუდმებული შიში მოქმედებს.

სიბრაზისას, ეჭვიანობისას და მტანჯველი გაურკვევლობისას სისხლძარღვები ასევე მკვეთრად იკუმშებიან – ძირითადად ეს ხდება ადრენალინის სიჭარბის გამო. ეს "ემოციური შხამი" ახშობს გონებას და იწვევს უძლიერეს სულიერ ღელვას. (ოტელომ, რომელიც ეჭვის შხამით იყო მოწამლული, დააღრჩო საყვარელი დეზდემონა: "ბევრად ადვილია დაკარგო, ვიდრე ეჭვები გაღრჩობდეს!")

სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს ასევე უკმაყოფილება და იმედგაცრუება.

ხშირად, ხედავს რა ერთი ადამიანი ცვლილებებს მეორე, ახლობელ ადამიანში, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდა(და რომელიც, სამწუხაროდ, მანამდეც ჰქონდა ამ მეორე ადამიანს), იმედი უცრუვდება და ამ ძველი იდეალის მსხვრევამ შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების ძირეული რყევა, მტანჯველი ფიქრები, სისხლ–ძარღვების სპაზმი, დეპრესია და ემოციური ტკივილიც კი, რომლის გამოც ადამიანს ყვირილი უნდა.

ყველაფერი უჩვეულოს მიმართ უსიამოვნო განწყობა ყალიბდება იმის გამო, რომ ზოგიერთი ადამიანის ტვინში ძალიან მყარი კავშირებია, რაც, ყველაფერი ახლისა და ნაკლებგასაგები საგნების მიმართ, თუნდაც ეს საგნები ძალიან პროგრესული იყოს, განგაშისა და პროტესტის გრძნობას იწვევს. მსგავსი შეტევების თავიდან აცილების მიზნით შეეცადეთ ასე მარტივად არ შეხედოთ ცხოვრებას. ისწავლეთ საკუთარ არსებაში ემოციური აფეთქებების ჩაქრობა. ჩვენს დროში, მეცნიერულ–ტექნიკური რევოლუციის პერიოდში, ძალიან ბევრი ფასეულობის გადაფასება გარდაუვალია. ტვინი გამუდმებით უნდა ვითარდებოდეს და არა იბოჭებოდეს ძველი კავშრებითა და შეხედულებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გავაღარიბებთ ცხოვრებას და ვერ შევძლებთ მისი უამრავი სიხარულით მთლიანად ტკბობას!

მაშ ასე, დავამარცხოთ ეს სამი სასტიკი მტერი და ვიცხოვროთ დიდხანს!
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 1272 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.8/5
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016