მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ქალური ცისტიტი
22:44
ქალური ცისტიტი
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის პერიოდში ნებისმიერი ექიმი–უროლოგის პაციენტების უმრავლესობა ქალები არიან, რომლებსაც ცისტიტი აწუხებთ. რა უნდა ქნათ, რომ მათ რიცხვში არ მოხვდეთ? ცისტიტის მიზეზი – ეს ყველაზე გავრცელებული ინფექციებია, რომლებსაც იწვევს ნაწლავური ჩხირი, სტრეფტოკოკები, სტაფილოკოკები, რომლებსაც შეხვდებით ყველგან და წელიწადის ნებისმიერ დროს. მაგრამ თავისთავად მსგავსი მიკრობები დაავადებას არ იწვევს.

ინფექცია "იპყრობს" მხოლოდ დასუსტებულ ორგანიზმს. ხოლო ზამთარი, როგორც ცნობილია, ვიტამინების ნაკლებობისა და დასუსტებული იმუნიტეტის სეზონია. ორგანიზმის გადაციება – ეს არის პირველი მაპროვოკაციებელი ფაქტორი ცისტიტისათვის.
ქალისათვის ხანდახან საკმარისია ჩამოჯდეს ცივ ქვაზე 15–20 წუთით და დაავადება გარანტირებული აქვს. ამ შემთხვევისათვის ძალიან მარტივი რჩევები არსებობს. აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებით მოეპყრათ, თბილად ჩაიცვათ, ამას გარდა, უნდა იზრუნოთ საკუთარი იმუნიტეტის ხელის შეწყობისათვის: ხშირად იყოთ სუფთა ჰაერზე, დაკავდეთ სპორტით, მიიღოთ ვიტამინები. ვიტამინები განსაკუთრებით სჭირდება ორგანიზმს გაზაფხულზე.

გახსოვდეთ, რომ მუდმივი გამოუძინებლობა, ინტენსიური მუშაობა, არასრულფასოვანი კვება და ქრონიკული სტრესი კარს უღებს ინფექციებს.

არსებობს ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც იწვევს ცისტიტს. მათ შორისაა მაგალითად, მჯდომარე სამუშაო, რადგან ამ შემთხვევაში შარდ–სასქესო ორგანოების "გეომეტრიული მდებარეობა" იმგვარად იცვლება, რომ ინფექციის მოხვედრა შარდის ბუშტში მნიშვნელოვნად მარტივდება. ამიტომ, თუ ასეთი სამუშაო გაქვთ, ყოველ საათში ან საათ–ნახევარში ერთხელ, უბრალოდ ადექით ან გაიარ–გამოიარეთ.

თუ გიყვართ ცხარე, მჟავე, შემწვარი და არ სვამთ საკმარის სითხეს ჭამის შემდეგ, იზრდება ბევრი უროლოგიური დაავადებების რისკი, მათ შორის ცისტიტის. ასეთი საკვები აუარესებს კუჭ–ნაწლავის მუშაობას და იწვევს სისხლის მიწოლას ვიწრო მენჯებთან. სწორედ ეს იწვევს დაავადებების პროვოცირებას. ასევე, არ მიირთვათ მხოლოდ მშრალი საკვები, რადგან იცვლება მჟავიანობა შარდის ბუშტში, რაც თავის მხრივ ქმნის დადებით პირობებს დაავადების გამომწვევი მიკრობების გასამრავლებლად. ამას გარდა, არასწორი კვება იწვევს შეკრულობას და ესეც ერთ–ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია ამ დაავადებისათვის.

არსებობს აზრი, რომ ქალები თითქოს შექმნილნი არიან ცისტიტისათვის თვით ბუნების მიერ. მართლაც, ცისტიტით ძირითადად ქალები ავადდებიან. მამაკაცებშიც გვხვდება ეს დაავადება, მაგრამ ძალზე იშვიათად. ეს დაკავშირებულია ქალის ორგანიზმის ანატომიურ თავისებურებებთან. ქალების შარდის გამომშვები არხი მხოლოდ 2,5 – 3 სანტიმეტრია, ხოლო მამაკაცის 25 სანტიმეტრი, ამასთან, ქალის არხი შედარებით ფართოა და მასში ინფექცია უფრო იოლად ხვდება.

ცისტიტი ახალგაზრდა გოგონებს ემართებათ პირველი ან მეორე სექსუალური აქტის დროს. ასეთი ცისტიტი შეიძლება არაერთხელ განმეორდეს, რაც, როგორც წესი, სექსუალურ აქტივობასთანაა დაკავშირებული.

ცისტიტით დაავადების რისკი მაღალია დიაბეტიანებში. ბაქტერიებს, ადამიანებივით, ტკბილეული უყვართ. ზოგიერთი ანტიბაქტერიული საპონი, ქალის დეზოდორანტი, არომატული ქაფი და ზეთები გაღიზიანებას იწვევს და არღვევს ვაგინის მდგომარეობას. ჩნდება შესაძლებლობა ბაქტერიების გასამრავლებლად. ხოლო ჩასახვის საწინააღმდეგო გელებმა და სპირალმა შეიძლება საერთოდ გაანადგუროს სასარგებლო მიკროფლორა.

ცისტიტი მემკვიდრეობით დაავადებებს არ განეკუთვნება. მაგრამ ნუ იქნებით მშვიდად: მემკვიდრეობით გადაეცემა, მაგალითად, ისეთი დაავადებები, როგორიცაა შარდ–კენჭოვანი დაავადება, რომელიც შეიძლება პერიოდულად აღმოცენებული ცისტიტის მიზეზი გახდეს. ცისტიტით დაავადებულთა საშუალო ასაკი – 40 წელია, პაციენტების მეოთხედი – 30 წელზე ნაკლებისაა. მაგრამ ამ დაავადებამ არ იცის ასაკობრივი საზღვრები.

ცისტიტით შეიძლება დაავადდეს როგორც ახალგაზრდა გოგონა, ასევე ასაკოვანი ქალბატონი. ბოლო დროს ცნობილი გახდა ცისტიტისა და ჰორმონალური ფონის კავშირის შესახებ. მაგალითად, მენოპაუზის დროს ცისტიტით დაავადების რისკი რამდენადმე იზრდება. ამას გარდა, ასაკთან ერთად ქალებში ხდება პატარა მენჯის ორგანოების დაწევა, რაც აიოლებს საშარდე ბუშტში ინფექციების მოხვედრას. ხშირად ცისტიტით ავადდებიან ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც აქტიურობას იჩენენ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ცისტიტის რისკი. ხშირად გამოიცვალეთ ტამპონები და საფენები მენსტრუაციის დროს. არ ატაროთ დიდხანს ვიწრო და მჭიდრო სამოსი, კოლგოტები, ქვედა საცვლები. დღეში ხუთჯერ მაინც შედით საპირფარეშოში შარდის ბუშტის დასაცლელად. ინტიმური სიახლოვის წინ და შემდეგ, აუცილებლად გააკეთეთ იგივე. მართალია, არარომანტიულია ამაზე საუბარი, მაგრამ გაკეთება – აუცილებელია. ნუ ჩაჯდებით ძალიან ცხელ წყალში. უმჯობესია გამოიყენოთ შხაპი, და არა აბაზანა. მოერიდეთ აუზებს ძალიან ქლორიანი წყლით.
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 1332 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017