6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აკრიტიკოთ საკუთარი თავი - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » 6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აკრიტიკოთ საკუთარი თავი
22:38
6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აკრიტიკოთ საკუთარი თავი
ჯანმრთელი თვითკრიტიკულობა ყველასთვის აუცილებელია, რადგან იგი საშუალებას იძლევა, ადამიანმა სწორად შეაფასო თავისი საქციელი. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ საკუთარი "მეს" კრიტიკა დიდი ხანია გონივრულობის ჩარჩოებს გასცდა და უკვე ხელს გიშლით იყოთ ბედნიერი? ფსიქოლოგი აგიხსნით, თუ რატომ არ უნდა მიმართოთ თვითგვემას და როგორ დააღწიოთ თავი ამ მავნე ჩვევას.

ბევრი ადამიანი იტანჯება გამუდმებული თვითკრიტიკისაგან. ამასთან, აკრიტიკებენ რა საკუთარ თავს, ისინი ფიქრობენ, რომ კარგად იქცევიან, რომ ისინი ობიექტურები არიან საკუთარი თავის მიმართ , ხოლო თვითგვემა – სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის პასუხისმგებლობისა და პატიოსნების მაჩვენებელი. ანუ, ერთმანეთში ურევენ თვითკრიტიკულობასა და თვითგვემას. მაგრამ რაშია განსხვავება?

თვითკრიტიკა – ეს არის ცოდნა, რომ შეგეძლოთ საკუთარი თავის დანახვა გვერდიდან, საკუთარი შეცდომების აღიარება და შეძლებისდაგვარად გამოსწორება. თვითგვემა თვითკრიტიკისაგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანი იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას ჩადენილ მოქმედებებზე, არ ითვალისწინებს რა არც ვითარებას, არც თავის განწყობას – ანუ, იმყოფება არარეალობაში. მაგრამ რა არის ამის მიზეზი?

ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით აკრიტიკებენ საკუთარ თავს. საქმე იმაშია, რომ ყველა ამ პროცესს, რასაც ადამიანი თავის თავს უკეთებს, ოდესღაც მის მიმართ ვიღაც უკვე იყენებდა. ხშირად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბავშვობაში მის გვერდით იმყოფებოდნენ: მშობლები, ან ბებია და ბაბუა. ბავშვზე გარშემომყოფთა ზეგავლენა ძალიან დიდია. სახელდობრ ისინი დებენ ბავშვში იმ ხერხებისა და საშუალებების არსენალს, რომლითაც შემდგომში ადამიანი საკუთარ თავს მოეპყრობა. უფრო ხშირად კრიტიკული მშობლები ისინი არიან, რომლებსაც სურთ ბავშვი თავის მსგავსად და ხატად აქციონ, არ ითვალისწინებენ რა თვითონ ბავშვის ზნესა და ხასიათს და მაშინ , მაგალითად, პატარა ფლეგმატიკი გამუდმებით მოისმენს უფრო ცოცხალი ტემპერამენტის მშობლებისაგან უსიამოვნო შენიშვნებს ნელი მოქმედებების გამო და მთელი ცხოვრება ემახსოვრება, რომ რაღაცა არ აქვს მწყობრში. შედეგი: დაქვეითებული თვითშეფასება ჩანერგილი აქვს.

"ბავშვი სტუმარია ჩვენს სახლში", –ამბობს აღმოსავლური სიბრძნე. ბავშვის ზრდის პროცესი იდეალში, რომლისგანაც ჩვენ ყველა შორს ვართ, უნდა ვითარდებოდეს მისი თვითგაფურჩქვნის ხაზით და არა "მაგალითის მიხედვით ძერწვით". ხოლო მაგალითი – ეს ხომ მშობელისეულია და შესაძლოა მშობლებს იდეალურად ესადაგებოდეს, მაგრამ ბავშვი – ხშირად მშობლებს სულაც არ ჰგავს.

რაც არ უნდა პარადოქსალური იყოს, ყველაზე ხშირად კრიტიკულები არიან განათლებული, ემოციური და არა გულგრილი მშობლები. ამიტომაც დაბალი თვითშეფასება და თვითკრიტიკის ჩვევა ფესვებს მყარად იკიდებს ბავშვში.

მშობლები რომ უფრო ნაკლებდაინტერესებულნი ყოფილიყვნენ – პრობლემებიც ნაკლები იქნებოდა.

რატომ არ უნდა აკრიტიკოთ თავი გადამეტებულად? 

  • ეს ანგრევს პიროვნებას, აქვეითებს თვითშეფასებას; 
  • თვითგვემა თითქოს ამბობს – "შენ არაფერი შეგიძლია" და ასეთნაირად ადებს ტაბუს ისეთ მოქმედებებს, რომლის არ გაკეთებაც ადამიანს იმავე გადაუწყვეტელ სიტუაციაში ტოვებს. 
  • მეტისმეტად თვითკრიტიკული ადამიანები არ მოსწონთ გარშემომყოფებს, რადგან ისინი ჩაძირულნი არიან საკუთარ თავში; 
  • ასეთი ადამიანებით მანიპულირება ადვილია, რადგან მათში არის დანაშაულის გლობალური გრძნობა; 
  • თვითგვემას ადამიანის მთელი დრო მიაქვს და არ ტოვებს ადგილს დადებითი ემოციებისათვის; 
  • თვითგვემა ადამიანს ტოვებს ემოციური რეაგირების დონეზე, არ აძლევს საშუალებას ჩართოს ზრდასრული ადამიანის რაციონალური აზროვნება და ამით იპოვოს რეალური გამოსავალი სიტუაციიდან.

სწორად აკრიტიკებთ თუ არა საკუთარ თავს? როგორ უნდა გაიგოთ, თვითგვემაა თუ არა იგი

თვითგვემაა, როცა იმის მაგივრად, რომ როგორღაც სიტუაცია გამოასწოროს, ადამიანი იწყებს საკუთარი თავის საშინელ ლანძღვას, იტანჯება ამის გამო და თითქოს ამისაგან რაღაც უცნაურ თვითკმაყოფილებასაც კი გრძნობს.

სინამდვილეში, ეს ადამიანი მოცემულ შემთხვევაში იმეორებს დიდი ხნის(ბავშვობის) ნაცნობ სცენარს. საჭიროა მხოლოდ იცოდეთ, რომ ის შინაგანი ხმა, რომელიც თქვენ გლანძღავთ – ეს სულაც არ არის თქვენი ხმა, არამედ აღმზრდელი მშობლის ხმაა. ამგვარად, ჩადენილის გამო მიღებული ჩვეული სასჯელის შემდეგ ზრდასრული ადამიანი მშვიდდება. სწორედ ამ თვითკმაყოფილებაში მშობლების მხრიდან დასჯის შემდეგ მდგომარეობს სიტუაციის საშიშროება. ბავშვობაში ადამიანს ბევრი რამ არ შეუძლია, განსაკუთრებით – წინააღმდეგობის გაწევა უფროსების მიმართ.

ხოლო სიტუაციიდან გამოსვლა საკმაოდ იოლია: უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ ბავშვობიდან გამოყოლილი სცენარი გმართავთ, რომელშიც დაუცველი იყავით. გაიხსენეთ, რომ ახლა ზრდასრული ადამიანი ხართ და შეეცადეთ სცენარი თქვენი, ზრდასრული ადამიანის სურვილისამებრ დაასრულოთ – იპოვოთ გამოსავალი მოქმედებებში.

მაგალითად, თქვენ იჩხუბეთ ხელმძღვანელობასთან, რას აკეთებს ის ადამიანი, რომელიც გამუდმებით თვითგვემას მიმართავს?

იგი ძალიან ნერვიულობს, საკუთარ თავს ლანძღავს და ფიქრობს, რომ სხვაგვარადაც შეიძლებოდა მოქცეულიყო, რამ ახლა უამრავი პრობლემა შეექმნება, რომ უფრო ზრდილობიანი უნდა ყოფილიყო და ახლა როგორმე ბოდიში უნდა მოუხადოს.

შემდგომი შესაძლო მოქმედება – წავიდეს ხელმძღვანელთან და მოუბოდიშოს, რომ შემდეგ "ნაცემი ძაღლივით" დაბრუნდეს უკან.

ნორმალური, ჯანმრთელი თვითკრიტიკის მქონე ადამიანი გააანალიზებს, თუ რამ მიიყვანა სინამდვილეში კონფლიქტამდე, სად იყო უთანხმოება და შეეცდება მოუბოდიშოს(რადგან კონფლიქტი – ეს არის ორივე მხარის დანაშაული) იმისათვის, რომ ხელახლა განიხილონ სიტუაცია, პატივისცემით გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და მიაღწიოს შეთანხმებას. ამ შემთხვევაში მობოდიშება დაახლოებით შემდეგნაირი იქნება: "ძალიან ვწუხვარ, რომ ნერვებს ავყევი, სინამდვილეში მე მხედველობაში მქონდა... , როგორ ფიქრობთ, ასეთი ვარიანტი შესაძლებელია?"

პირველად ამის გაკეთება ძნელი კი არ იქნება, არამედ უფრო – უჩვეულო. მაგრამ ჯილდო სიხარულის სახით ამ ფაქტის გამო დიდხანს არ გალოდინებთ.

შემდეგ შეეცადეთ ასწავლოთ საკუთარ თავს, ეძებოთ ქცევების ვარიანტები. ამ ეტაპზე ჩაირთვება თქვენი შესანიშნავი გონება, რომელიც აქამდე თითქოს არც ყოფილა(რადგან აქამდე მშობლების სცენარი მუშაობდა, რომელშიც თქვენი გონებისათვისა და პიროვნებისათვის ადგილი არ იყო).

მაგალითისათვის იგივე კონფლიქტი ავიღოთ ხელმძღვანელთან:

ვარიანტი 1. უდროო დროს მოვედი, უბრალოდ სხვა დრო უნდა შევარჩიო;

ვარიანტი 2. ჩვენ სხვადასხვა აზრი გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა კიდევ ერთხელ განვიხილოთ ყველაფერი იმის გასარკვევად, თუ რომლის მოსაზრებაა უფრო სწორი;

ვარიანტი 3. მე მაიძულებენ გავაკეთო ის, რაც არც მომწონს და არც ვალდებული ვარ, კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი თავაზიანად ყოფილიყო წარმოთქმული;

ვარიანტი 4. მე ნამდვილად არ ვიყავი მართალი, ეს უნდა ვაღიარო;

ვარიანტი 5. მე მართალი ვიყავი, მაგრამ ვერ შევძელი ყველაფერი დამარწმუნებლად გადმომეცა...

და ა.შ.

თვითგვემიდან გამოსვლის ალგორითმი

გააცნობიერეთ, რომ საკუთარ თავს მშობლების ხმით კიცხავთ(გკიცხავენ, ანუ შეფასებას გაძლევენ – მხოლოდ მშობლები).

ამასთან, მშობლების მხრიდან ჩხუბი ან ძლიერ პროტესტის გრძნობას იწვევს, ან დანაშაულის გრძნობას უსაზღვროდ ზრდის. ანუ მიყავხართ სუფთა ემოციურ რეაგირებამდე, მაგრამ არა სიტუაციის ანალიზამდე და არა ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიების გზამდე.
შეაჩერეთ საკუთარი თავის ლანძღვა და სცადეთ ისე იმოქმედოთ, რაც სიტუაციას ახალ საფეხურზე გადაიტანს. ანუ, შეწყვიტეთ თავის დადანაშაულება, შეხედეთ სიტუაციას სხვა მხრიდან, შეეცადეთ დაინახოთ, რომელი მოქმედებები იყო მცდარი. ეცადეთ მოიქცეთ ისე, რომ თქვენი ქმედებები წარმოადგენდეს პრობლემის გადაწყვეტას და არ გავდეს მობოდიშებას.

ისწავლეთ მოქმედებებით ვარირება. მიდგომა გადაწყვეტილებებთან სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს.

ერთ შემთხვევაში შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს გარე ფაქტორები, მეორეში – მოსაუბრის განწყობა, მესამეში – საკუთარი თვითშეგრძნება და ა.შ.

ამასთან, თვითონ გადაწყვეტილებასაც შეიძლება ჰქონდეს ვარიანტები. მაგალითად, მეუღლესთან შერიგება უბრალო მობოდიშებით შეიძლება, შეიძლება იგი სასეირნოდ დაპატიჟოთ, საჩუქარი გაუკეთოთ ან რამე გემრიელი მოუმზადოთ და ა.შ.

როცა ხელთ გაქვთ შესაძლო გადაწყვეტილებების მთელი მარაგი, უფრო სწრაფად მოახდენთ ორიენტირებას სიტუაციაში.

მაშ ასე, თუ ამ სამ ბარიერს წარმატებით გადალახავთ – წარმატბა თქვენს ხელთ იქნება!

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 622 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016