იდეალური ქალი - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » იდეალური ქალი
22:28
იდეალური ქალი
არა მარტო ქალები ისწრაფვიან იდეალური მამაკაცის მოსაძებნად, არამედ ძლიერ სქესსაც სურს მის გვერდით იდეალური ქალი იხილოს. მაშ ვინ არის იგი - იდეალური ქალი?

ვიღაც თვლის, რომ იდეალური ქალი ეს არის - კარგი დიასახლისი სამზარეულოში, დედოფალი სასტუმრო ოთახში და ვნებიანი საყვარელი - საძინებელში.

ვიღაც თვლის, რომ იგი 60 კილოგრამს უნდა იწონიდეს, 170 სმ სიმაღლის უნდა იყოს და აუცილებლად ატარებდეს სათვალეს.

არიან კაცები, რომლებიც ოცნებობენ იდუმალ ქალზე, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაგვარად იქცევა: იგი აჯადოებს მამაკაცს და არ აძლევს მას ამოსუნთქვის საშუალებას. განსაზღვრული კატეგორიის მამაკაცებისათვის - ასეთი ქალიც იდეალურია.

არსებობს ასევე მამაკაცთა კატეგორია, რომლებიც სიტყვა ‘’იდეალურში’’ გულისხმობენ ქალს, ვინც მას ნახევარი სიტყვიდან გაუგებდა და რომელსაც თავისი თავი აბია მხრებზე. რომელსაც თავისი მოსაზრება გააჩნია და ყოველთვის შეუძლია მისი დაცვა.

ხოლო ვიღაცისათვის იდეალური ქალი ის არის, რომელსაც უყვარს იგი და პირიქით, მასაც უყვარს, ხოლო დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.

ზოგიერთი მამაკაცი ამტკიცებს, რომ ჩვენს სამყაროში, სამწუხაროდ, იდეალური არავინაა. ხოლო ისეთი თვისებები, როგორიცაა სიკეთე, გულმოწყალება, ხელგაშლილობა და ურთიერთგაგება - დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

და მაინც, იდეალური ქალი - ეს მითია თუ რეალობა?

ბევრი მამაკაცი თვლის, რომ ქლისათვის არ არის აუცილებელი იყოს იდეალური, რადგან სწორედ პატარ-პატარა ნაკლოვანებები აცოცხლებენ სიყვარულს. ქალი უნდა იყოს ზომიერად თავისუფალი და თავდაჯერებული. ბევრი მამაკაცი ხედავს მეუღლის მხრიდან გულგრილობას და მომხმარებლურ დამოკიდებულებას. ზოგიერთი ქალისათვის მთავარი საზომი სექსი და ფულია - ასე თვლიან მამაკაცები, რადგან ბევრ ქალს თავის გვერდით მართლაც მხოლოდ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული მამაკაცი წარმოუდგენია.

თუმცა, მათთვის სამწუხაროდ, ფულიან მამაკაცსაც სურს ბედნიერება. ისიც ოცნებობს, რომ უყვარდეთ არა ფულის გამო, არამედ მისი ადამიანობის. ბევრი ქალისათვის ის მამაკაცი, რომელიც ვერ ახერხებს ოჯახისა და ცოლის შენახვას და უზრუნველყოფას - წარუმატებელია. ამიტომ ოჯახში უთანხმოება იწყება. ქალი ‘’პრინცზე’’ ოცნებობდა და მის მაგივრად ნაცარქექია შერჩა ხელთ, რომელიც მუდმივად ღუმელთან ზის და არ შეუძლია ქალის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რომლებიც, სხვათაშორის, ყოველწლიურად იზრდება.

იდეალური ქალი რომ იპოვოს მამაკაცი თავად უნდა იყოს იდეალური?..

ყოველი მამაკაცი თავისებურად იდეალურია, ყოველი თავისებურად - პიროვნებაა. ვიღაცისათვის იდეალი - გარეგნობაა, ვიღაცისათვის - შინაგანი არსი, ვიღაცისათვის - ერთიც და მეორეც. ხოლო ვიღაცისათვის ევაც კი არ არის იდეალური, როგორც ადამი. განა შეიძლება იმ ქალს ეწოდოს იდეალური, რომელიც გამუდმებით ისტერიკებს მართავს, ამსხვრევს ჭურჭელს, უყვირის ქმარსაც და შვილებსაც. სამწუხაროს ასეთი ქალები ბევრია.

მამაკაცებს ქალები იმიტომ არ უყვართ, რომ ისინი იდეალურები არიან. მათ თვალების მაგიური ბრწყინვალებისათვის უყვარხართ, ღიმილისათვის, გულისხმიერებისათვის და ერთგულებისათვის. ამბობენ რომ, ურთიერთობები ინგრევა, როცა წყვილებს ერთმანეთი აღარ აინტერებთ. აი ამ დროს ელოდეთ ხანძარს.

ხოლო თუ ამ ყველაფერს ფილოსოფიური კუთხით შევხედავთ, იდეალური ქალი პირველ რიგში ჰარმონიულად განვითარებული უნდა იყოს და გამუდმებით ისწრაფვოდეს როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი სრულყოფილებისათვის. იდეალი - ეს კლასიკაა, ხოლო კლასიკა დროს არ ექვემდებარება!!!

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 649 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016