მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » შეცვალეთ თქვენი ცხოვრება
22:27
შეცვალეთ თქვენი ცხოვრება
საზოგადოების ფენებად დაყოფა არც გუშინ დაიწყო და არც გუშინწინ. სიღარიბე მხოლოდ ქართული რეალობა არაა. იგი ახასიათებს ნებისმიერ ეკონომიკურ სისტემას ყველა დროში. მაგრამ მისი სიმწვავე საზოგადოებაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე მკვეთრად განსხვავებულია.

დანაყრებულ და მდიდარ გერმანიაშიც კი, სადაც ადამიანის ინტერესების დასაცავად სოცილური დახმარება არსებობს, არსებობენ ღარიბები, იქაც სძინავთ ხიდის ქვეშ ან სკამებზე, მაგრამ ყოველ ღარიბს სურს იცხოვროს ერთი საფეხურით მაღლა, თუმცა მხოლოდ ოცნებებში და ფანტაზიებში. ამ ადამიანთა უმრავლესობა შეეგუა თავის ხვედრს და პრაქტიკულად არაფრის გაკეთება სურს საკუთარი თავისათვის, საკუთარი ოჯახისათვის, რათა ამოძვრნენ ამ ჩაკეტილი წრედიდან. ისინი დარწმუნებულნი არიან რომ ამას ვერ შეძლებენ და ხელი ჩაიქნიეს. ისინი წყევლიან მდიდრებს და ფიქრობენ, რომ მდიდრებმა თავისი ქონება კრიმინალისა და მათი, ღარიბების ხარჯზე დააგროვეს.

მაგრამ ასეა თუ არა ეს?

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ყველას სურს მაშინვე მიიღოს ბევრი ფული, მაგრამ სამწუხაროდ ისეა მოწყობილი სამყარო, რომ ვაკანტური ადგილები მაღალანაზღაურებადი სამუშაოთი არც ისე ბევრია, რამდენიც მსურველი. ჰოდა, სხედან სახლებში, დივანზე და რამდენიმე წელიწადი ელოდებიან სასურველ ადგილს, სადაც ფული "ჩეჩქივით" ყრია. ამასობაში წლები გადის და ეს ადამიანი, როგორც სპეციალისტი, აღარავის სჭირდება, რადგან არასოდეს უმუშავია თავისი სპეციალობით.

სცადეთ ერთი, მეორე, სამსახურის ძებნა და შეცვლა ცოდვა არ არის. ბოლოს და ბოლოს იპოვით ისეთს, რომელიც დაგაკმაყოფილებთ. მაგრამ თუ სახლში იჯდებით და დივანზე წამოწვებით ტელევიზორის პულტით ხელში, სამუშაო თავად არ მოგძებნით.

ნუ იცხოვრებთ წარსულით, იცხოვრეთ აწმყოთი. დაფიქრდით საკუთარ თავზე და გადაწყვიტეთ, თუ როგორ გსურთ იცხოვროთ მომავალში და დაიწყეთ მოქმედება. ერთბაშად არაფერი მოდის. განვითარდით, ისწრაფეთ სრულყოფილებისაკენ, ნუ დაელოდებით, რომ ვიღაცა მოვა და ყველაფერს ლანგრით მოგართმევთ, იგრძენით თავი ადამიანად. დიახ, ეს თვითონ თქვენ უნდა იგრძნოთ და არა ვინმემ გაგრძნობინოთ. იმოქმედეთ.

ნუ იწუწუნებთ, რომ ყველაფერი ხელისუფლების ბრალია, რომ ცხოვრებაა ასეთი და თქვენ არაფრის შეცვლა შეგიძლიათ. ნუ დაელოდებით, რომ ხელისუფლება(ნებისმიერი) შეიცვლება თუ არა, მაშინვე ყველაფერი იქნება. სინამდვილეში ადამიანი თვითონ ჭედავს თავის ბედს. ეძებეთ, გამონახეთ გამოსავალი რთული სიტუაციდან, გჯეროდეთ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობებისა. ნუ გექნებათ ნურცერთი ხელისუფლების იმედი, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ და თამამად იაროთ მიზნისაკენ!

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა!

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 549 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017