დააკვირდით მძინარე მამაკაცს - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » დააკვირდით მძინარე მამაკაცს
22:22
დააკვირდით მძინარე მამაკაცს
თქვენს მამაკაცს ჩაეძინა? ყურადღებით! იმის მიხედვით, თუ რა პოზაში სძინავს მას, შეგიძლიათ ბევრი რამ შეიტყოთ მისი ხასიათის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

საკუთარი ცხოვრების პატრონი

მას მუცელზე სძინავს და თანდათანობით საწოლის შუაგულისაკენ მოიწევს. ძილის დროს მას უყვარს ბალიშისა და საბნის ამოგება, ერთი სიტყვით, საწოლის პატრონად გრძნობს თავს. მსგავსი რამ იმაზე მეტყველებს, რომ ეს მამაკაცი წესიერია, დალაგებული, აქვს ვალდებულები და პასუხისმგებლობის გრძნობა. თქვენი რჩეული დარწმუნებულია, რომ სამყარო არაა სრულყოფილი და გადაკეთება სჭირდება, თვითონ კი, სწორედ ის არის, ვისაც შეუძლია შეცვალოს - თუ ყველაფერი არა, ძალიან ბევრი რამ მაინც. ასეთები სწრაფად მიიწევენ წინ სამსახურში და იკავებენ ძალიან სოლიდურ ადგილებს.

ეს ადამიანი - კარგი საყვარელია და საწოლში მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს. რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს, მათ შორის რამდენიმეს გამოყოფა შეიძლება: იგი საკმაოდ ძუნწია, გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად უყვარს და ეჭვიანია. მაგრამ თვითონაც ძალიან იშვიათად მიდის ღალატზე.

საყრდენის ძიებაში

მას გვერდულად სძინავს, ჩაფუთნულს და კატასავით მოკუნტულს. ეს პოზა იმის მანიშნებელია, რომ თქვენი მამაკაცი არც თუ ძალიანაა დარწმუნებული საკუთარ თავში. მისი თავდაჯერებული შეხედულება - მხოლოდ ნიღაბია, რისი დახმარებითაც მას შეცდომაში შეჰყავს გარშემომყოფები - ისინი, ვინც მას ნაკლებად იცნობს. ეს მისი საიმედო დაცვაა, რომელიც ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი არ აძლევს თქვენი რჩეულის სულში ჩახედვის საშაულებას.

ასეთ ადამიანს ძლიერი საყრდენი თავად სჭირდება, ამიტომ, ყველაზე უკეთესად მისი ურთიერთობები აეწყობა ისეთ ქალთან, რომელსაც ძლიერი ხასიათი აქვს და ძლიერი ნებისყოფა. მის რჩეულს ძალიან გამოკვეთილი დედობრივი ინსტიქტი უნდა ჰქონდეს, რომელიც აიძულებს მას დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი შვილები, არამედ მეუღლეც, რომელშიც ქალი კიდევ ერთ ბავშვს ხედავს.

სიყვარულში ასეთი მამაკაცები ძირითადად იღებენ, ვიდრე გასცემენ. არ არიან ძალიან კარგი და მზრუნველი მამები, ხოლო ღალატზე ძალიან იშვიათად მიდიან. სამსახურეობრივი კარიერა ასეთ მამაკაცებს, როგორც წესი, არ გამოსდით, თუმცა, არც თავად მიისწრაფიან საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებისაკენ.

ფხიზელი და მშვიდი

მას გვერდულად სძინავს, ბალიშზე ჩახუტებულს. თუ თქვენი მამაკაცისათვის სახელდობრ ეს პოზაა ჩვეული, ეს ნიშნავს, რომ იგი მშვიდი ადამიანია, გაწონასწორებული, განსჯისუნარიანი. წარუმატებლობები არ აშინებს მას, იგი ყოველთვის იპოვის გამოსავალს ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი. ეს მამაკაცი, როგორც წესი, ფხიზელი თვალით აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და კარგად იცის, რა უნდა ცხოვრებისაგან.

სიყვარულში იგი ყურადღებიანი და ნაზია, ასევე კარგი ქმარი და მამა. მსგავსი ტიპის ადამიანებისაგან კარგი ხელმძღვანელები გამოდიან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფროსობა შენიშნავს მას და დააფასებს. საკუთარი ცოდნის გამოფენა და უფროსობასთან აფერისტობა მის ხასიათში არ ჯდება. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანის შესაძლებლობები და ტალანტები ადვილი შესამჩნევი არ არის.

სამყაროს ცენტრი

მას სძინავს გვერდულად, მაქსიმალურად ახლოს თავის რჩეულთან, სახით-სახესთან. ამ ადამიანს ადვილად უყვარდება და პარტნიორების ხშირი ცვლა ახასიათებს. იგი აღმერთებს სახლში კომფორტს და სიმყუდროვეს და თავის პატარა სამყაროში საკუთარ თავს ცენტრად გრძნობს. ეს მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მისი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. მას ყველაფერი მალე ბეზრდება, ამიტომ გარემოს ხშირი ცვლა სჭირდება. მას ადვილად გაიტაცებს ხოლმე რაიმე და ასევე მალე ცივდება მის მიმართ. მოწყენილობა და ერთფეროვნების შეგრძნება თავგადასავლებისაკენ უბიძგებს, ამიტომ ერთგულება მისი ძლიერი თვისება არ აის. ამასთან, სულაც არ არის ეჭვიანი და პარტნიორი ქალის ღალატს ტრაგედიად არ აღიქვამს.

კარიერას ასეთი მამაკაცები არ იკეთებენ და არც ისწრაფვიან მისკენ. ისინი როგორც წესი, ხელოვნების მსახურებას ამჯობინებენ და თანაც ისეთ სამსახურში, სადაც არ იქნება მყარი გრაფიკი. სიყვარულში უფრო იღებს, ვიდრე გასცემს. ხოლო რაც შეეხება მის როლს მამისა და მეუღლის როლში, არც ეს გამოსდის მაინცდამაინც.

დამცველი

მას ძილი გვერდულად უყვარს, ჩახუტებულს თავისი პარტნიორის ზურგზე. ეს პოზა იმას ნიშნავს, რომ იგი თლის: თვითონ - თქვენი მთავარი დამცველია არამეგობრულად განწყობილი გარე სამყაროსაგან. ეს მამაკაცი ღალატისაკენ მიდრეკილი არ არის, ამიტომ, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ერთგული. იგი თვლის, რომ ოჯახის თავი ერთმნიშვნელოვნად მამაკაცი უნდა იყოს, ხოლო ცოლი ამ თავის ტკივილისაგან უნდა დაიცვას. თუმცაღა...არც თუ ბევრი თანამედროვე ქალი დათანხმდება ასეთ შეზღუდვებს.

საწოლში ძალიან კარგი არ არის, რადგან პირველ რიგში საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს, ვიდრე პარტნიორის. რაც შეეხება წარმატებებს სამსახურში, როგორც წესი, ვარსკვლავებს არ წყვეტენ ციდან. თუ ერთხელ მიიღებენ დაწინაურებას, ამ თანამდებობაზე მრავალი წლის მანძილზე რჩებიან.

ბედის ნებიერი

მას ზურგით სძინავს, მაგრამ დრო და დრო ხელების თავქვეშ ამოდება უყვარს. ეს ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავითა და ცხოვრებით. წარუმატებლობები მხოლოდ ძალას მატებენ მათ. ასეთ მამაკაცს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ბედის ნებიერი. ქალებში უდიდესი წარმატებით სარგებლობს. ამიტომ ფრთხილად იყავით, რადგან შესაძლოა წაგართვან იგი.
საწოლში იგი საკმაოდ გარგია, მაგრამ საერთოდ ეგოისტურია და საკუთარ ინტერესებს ყველაზე მაღლა აყენებს. ხდება ხოლმე, რომ უცებ მფლანგველობის შეტევა ემართება, მაგრამ საბედნიეროდ ეს სწრაფად მთავრდება. სამსახურში კარიერას საკმაოდ იშვიათად იკეთებენ, თუმცა არც ისწრაფვიან ამისაკენ, რადგან ისედაც კარგად გრძნობენ თავს. ამ მამაკაცს კარგ მეუღლესა და მამას ვერ ვუწოდებთ.

უკომპრომისო

მას გარდიგარდმო სძინავს. თუ თქვენი რჩეული ძილის დროს თანდათანობით გადაადგილდება და ბოლოს საწოლში გარდიგარდმო პოზიციას იკავებს, ეს ნიშნავს, რომ იგი ძალაუფლების მოყვარულია და არ ცნობს კომპრომისებს. იგი სწორხაზოვანია და ხანდახან უხეშიც კი. მასთან ურთიერთობა ძნელია, თუმცა ქალურ სირბილესა და შემგუებლობას შეუძლია თქვენი კავშირი საკმაოდ ასატანი გახადოს. მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოგბეზრდებათ გამუდმებით დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნა.

აღენიშნება დადებითი თვისებებიც: ოჯახზე მზრუნველობა. იგი მზადაა სამსახურში მთელი დღეები გადაბმულად გაატაროს, რომ თქვენ არაფერი გაგიჭირდეთ. ასეთ მამაკაცს, თუ ერთხელ შეუყვარდება, ამ გრძნობას მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებს. ხოლო თუ თავის საყვარელ ქალთან ურთიერთობებს ბოლომდე ვერ ააწყობს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მეორედ აღარ დაიდგამს უღელს.

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 535 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016