მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ორსულობის პერიოდის მნიშვნელობის შესახებ
17:43
ორსულობის პერიოდის მნიშვნელობის შესახებ

ორსულობის მეხუთე-მეექვსე კვირიდან ჩანასახში უკვე ჩნდება და ვითარდება მისი “სარძევე” კბილები. დაახლოებით მესამე და მეექვსე თვეებს შორის იწყება “სარძევე” კბილებზე ემალის  ფორმირება.  დაბადებისას ახალშობილს უკვე სავსებით ფორმირებული აქვს პირველადი კბილების სრული ნაკრები, რომლებიც ჩამალულია ღრძილებში. ამავე დროს, ყბის ძვლის წიაღში ღრმად უკვე არსებობს და თანდათანობით ვითარდება  მუდმივი კბილების ჩანასახებიც.

 

გახსოვდეთ!

·        თქვენი მომავალი ბავშვის კბილების განვითარებაზე ზეგავლენას ახდენს ყველაფერი, რასაც თქვენ იღებთ საკვებად ორსულობის პერიოდში. A, C, D ვიტამინებით, ცილებით,  კალციუმითა და ფოსფორით მდიდარი და სწორად შერჩეული დიეტა ხელს უწყობს ბავშვის კბილების ნორმალურ განვითარებასა და კარგ ჯანმრთელობას;

 

·        მომავალმა დედებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას. ამ უკანასკნელის უგულებელყოფა იწვევს მათი კბილებისა და ღრძილების ძლიერ დაინფიცირებას, რაც თავის მხრივ, მომავალი ბავშვის ორგანიზმში ბაქტერიების მოხვედრისათვის ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება.

 

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 1233 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017