როგორ გავუმკლავდეთ სიზარმაცის ვირუსს - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » როგორ გავუმკლავდეთ სიზარმაცის ვირუსს
22:10
როგორ გავუმკლავდეთ სიზარმაცის ვირუსს
შემთხვევით არ ეძახიან სიზარმაცეს დაავადებას. იგი გაციებასავითაა – ყველა სიმპტომი კარგად ჩანს.

პირველ ეტაპზე თავს ოდნავ შეუძლოდ გრძნობთ: ან დაღლილობისაგან, ან პირიქით, მოწყენილობისაგან. ვარიაციები ასეთია: თქვენ ყველაფერი გეზარებათ, რადგან ეს არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია მუდმივ შრომაზე და იგი ჩვეულ დასვენებას ითხოვს. სხვა შეგრძნებები: კიდევ ცოტაც და მუშაობას შეუდგებით, მაგრამ ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ, საიდან დაიწყოთ. ამავე დროს მეგობრები, საიტები და ბლოგებიც აღარაფერს გთავაზობენ საინტერესოს. თითქოს ურთიერობაც აღარავისთან გინდათ.

მეორე ეტაპზე სიზარმაცე საწოლისაკენ გიბიძგებთ. იღებთ ტელევიზორის პულტს და ათასჯერ წაკითხულ ჟურნალებს. იწყება უაზრო ხეტიალი არხიდან არხზე და ჟურნალის უაზროდ ფურცვლა.

და აი უკვე გაღიზიანებული ხართ მიზეზით თუ უმიზეზოდ, გამუდმებით რაღაც გინდათ, მაგრამ საერთოდ გაუგებარია, რა გსურთ კონკრეტულად. კიდევ, თავს ცუდად გრძნობთ, გინდათ დაიბანოთ, არც გინდათ, ეპილაცია გაქვთ გასაკეთებელი, ფრჩხილებიც, ეს სახის ნიღაბიც რომ აუცილებელია? მოკლედ, თუ ყველა ეს სიმპტომი აგეღნიშნებათ, გთხოვთ შეხვდეთ: თქვენს წინაშეა ქალბატონი სიზარმაცე!

სიზარმაცესთან ბრძოლის მეთოდები

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, ახლა კი მოგწონთ საკუთარი დროის ხარჯვა არაფრის კეთებაში, ასეთი რამეც ხდება, მაგრამ ყოველთვის დგება მომენტი, როცა აუცილებლად უნდა შეუდგეთ საქმეს, იქნება ეს სახლის დალაგება, სამუშაო თუ თავის მოვლა.

მაშ ასე, განვიხილოთ განკურნების ყველაზე ეფექტური მეთოდები: 

სიზარმაცეს რომ აჯობოთ, არაფერი უნდა აკეთოთ!

რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს. ეს მხოლოდ თქვენ გეჩვენებათ, რომ არაფერს აკეთებთ. მაგრამ თქვენ ხომ ჭამთ, რაღაცას იმზადებთ, სვავთ, კითხულობთ, წევხართ ან მუსიკას უსმენთ, ბოლოს და ბოლოს ფიქრობთ! აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნებით. ადექით, დადექით შუა ოთახში და გაირინდეთ. აქვე გეტყვით, რომ ამას ყველა ვერ გაუძლებს. ათი წუთიც არ გავა, რომ დაიღლებით, ხოლო 15–20 წუთის შემდეგ საჭირო საქმეებზე გაფიქრებაც კი აღფრთოვანებაში მოგიყვანთ. 

მოიფიქრეთ, რისთვის გჭირდებათ ამ ყველაფრის კეთება, მოიფიქრეთ სერიოზული მიზეზი, განსაზღვრეთ ამოცანები!

საქმის სერიოზულობის გათვითცნობიერება – ეს უკვე დიდი საქმეა. ნამდვილად საჭიროა თუ არა ამის გაკეთება? აწონდაწონეთ ყველა დეტალი, შეადგინეთ მოქმედების ალგორითმი, მოიფიქრეთ ეტაპები. ეს ყველაფერი იმიტომ არ არის, რომ საკუთარ თავს გადააფიქრებინოთ. თქვენი ამოცანაა სწორად დაგეგმოთ და გათვალოთ საკუთარი დრო. ჯერ განსაზღვრეთ დღევანდელი დღის მიზნები და ამოცანები. თუ ხვალ პროექტის ჩაბარება ან მნიშვნელოვანი კონფერენციაა დაგეგმილი, ნიშნავს, რომ ამ საქმეს პირველ რიგში უნდა მიხედოთ და სწორედ ამით დაიწყოთ. აქ ყველა თავისას იპოვის, ვარიანტები უამრავი შეიძლება იყოს: თუ პაემანზე მიდიხართ, საკუთარ თავს მიხედეთ!

უნდა გაიგოთ, რომ თუ ამოცანა არასაკმარისადაა მოფიქრებული დეტალებამდე, მას გადაწყვეტის მცირე შანსი აქვს. 

ნუ გადადებთ ხვალისათვის

გინდათ გითხრათ, კვირის რომელი დღეა ყველაზე მძიმე? თავად შეიძლება ვერასოდეს მოიფიქროთ: არც ორშაბათი და არც პარასკევი, არამედ – ხვალინდელი. ის ყველაზე დატვირთულია, რადგან ყველა საქმე ხვალისათვის იდება. ხომ შეიძლება გამოჩნდეს ძალიან სასწრაფო საქმე, რომელიც გაიძულებთ გადადოთ ის, რაც დღეს იყო აუცილებელი? უმჯობესია დაიწყოთ ახლავე, მაშინაც კი, თუ ძალიან გვიანია, რადგან დაწყებული საქმის დამთავრება უფრო ადვილია, ვიდრე ახალი საქმის დაწყება. ეს კი სავსებით მყარი არგუმენტია. 

ვინც ადრე დგება, მას...

...მეტი თავისუფალი დრო აქვს დღისით და რაც ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი.

ცნობილია, რომ ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: "ტოროლებად" და "ბუებად". "ბუებს" როგორც წესი, დღისით ყველაფრის გაკეთება ეზარებათ და თავის გასამართლებლად ათას რამეს იგონებენ, ხოლო საქმეს მხოლოდ საღამოს მიუჯდებიან. ძვირფასო "ბუებო", თქვენ ერთნაირად შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც დღისით, ისე საღამოს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ საღამოს 11 საათისათვის უკვე გაკეთებული გაქვთ ის, რის გამოც ადრე იღლებოდით, რადგან 3 საათით გვიან ამთავრებდით. დილით, ნათელი თავით, ყველაფერი უფრო სწრაფად გამოდის. ხოლო ზედმეტი წუთი დღისით ხანდახან ბევრად უფრო საჭიროა, ვიდრე დილით, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფალი დრო შეიძლება გამოუჩნდეს თქვენს მეგობრებსაც, ეს კი შესანიშნავი მიზეზია გადაერთოთ სამსახურიდან, დაისვენოთ და წაიჭორაოთ. 

ნუ მიენდობით ინტუაიციას, როცა სიზარმაცეს ყავხართ შეპყრობილი!

ხანდახან რაღაცის გაკეთება გეზარებათ და არ აკეთებთ. შემდგ კი შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ საქმეზე მუშაობა არც ღირდა. ეს ინტუიტიური სიზარმაცეა. დიახ, იგი ხანდახან დროის ეკონომიის გაკეთების საშაულებას გვაძლევს. მაგრამ თქვენი დაავადების განვითარების სერიოზულ სტადიაზე შეიძლება გიღალატოთ მან, ასე რომ, პრობლემებისაგან გაქცევა ძნელი იქნება. 

მუშაობის ხუთმა წუთმა შეიძლება ყველაფერი გამოასწოროს!

სიზარმაცის შემოტევისას საკუთარი თავის იძულება მუშაობისაკენ ძალიან ძნელია. მაგრამ თუ საკუთარ თავს ეტყვით, რომ აქტიური უნდა იყოთ მხოლოდ 5 წუთი, ყველაფრის მოთმენა შეიძლება. მუშაობას დაიწყებთ და მოგინდებათ ან უფრო მალე დაამთავროთ იგი, ან, ყოველ შემთხვევაში, უახლეს ხანში მისი გაგრძელება გაგიადვილდებათ. 

დიდი საქმეები რამდენიმე ნაწილად დაყავით

დიდი საქმის ან პრობლემის ერთბაშად მოგვარება საკმაოდ რთულია, თუ არა შეუძლებელი. რადგან არც კი ვიცით, რომელი მხრიდან დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ დევს ძალიან დიდი ვაშლი. იგი გემრიელია, სასარგებლო, გინდათ ჩაკბიჩოთ, მაგრამ ვერ ახერხებთ მისი ზომის გამო. მისი გემოს გასასინჯად საჭიროა იგი ისეთ ნაწილებად დაჭრად, რომ მისი მირთმევა ადვილად მოახერხოთ. წარმოიდგინეთ, რომ სამუშაოც დიდი ხილია და მასთან გამკლავებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ნაწილებად დაყოფთ. ყველაფერი თანმიმდევრობით გააკეთეთ – ეს ბევრად ადვილია. 

სიზარმაცე – ძალიან გადამდებია

კიდევ ერთი მტკიცებულებას იმისა, რომ სიზარმაცე სულიერი მდგომარეობა არ არის, წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი ადამიანისაგან მეორე ადამიანს გადაედება. თუ ისეთ კოლექტივში მოხვდებით, სადაც ბევრი ცუღლუტობს, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ძალიან მალე თქვენც გაზარმაცდებით. უმჯობესია მოერიდოთ არ იურთიერთოთ ასეთ "ზარმაცებთან". 

დააჯილდოვეთ საკუთარი თავი

ნებისმიერი სამუშაო დაფასებული უნდა იყოს! რაც არ უნდა გააკეთოთ, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო, შეაქეთ საკუთრი თავი. თუ საქმის ნაწილი გააკეთეთ, მიირთვით ყავა საყვარელ ორცხობილასთან ერთად, გაისეირნეთ ან უბრალოდ დაისვენეთ 5 წუთით. ეს კარგი ჩვევაა.

შესაძლოა ეს რჩევები საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სწრაფად მოაგვაროთ, ხოლო მუშაობა კარგად წავიდეს. გისურვებთ სიზარმაცეზე გამარჯვებას!

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 642 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017