კანდიდოზი – ვაგინალური სოკო - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » კანდიდოზი – ვაგინალური სოკო
22:04
კანდიდოზი – ვაგინალური სოკო
ვაგინის მწვავე ქავილი, სქელი გამონადენი, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციის წინ და ამწვავებს პოსტ-მენსტრუალური სინდრომის სიმძიმეს. სექსი არ განიჭებთ არავითარ სიამოვნებას, ქავილი არ გაცდით ძილს ღამ-ღამობით... თქვენთვის ნაცნობია ეს სიტუაცია? თქვენ რძიანას (ვაგინალური სოკო) მსხვერპლი ბრძანდებით, რომელსაც იწვევს საფუარისებრი სოკო – ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები.

კანდიდები - ჯანმრთელი ადამიანის კანის მუდმივი ბინადრები არიან, პრაქტიკულად დაბადებიდანვე. როგორც წესი ისინი საკმაოდ მშვიდობის მოყვარენი არიან, მაგრამ გაციების, გადაღლის, ნერვიულობის, ავადმყოფობის გადატანის შემდეგ – ეს სოკოები აგრესიულნი ხდებიან, დიდი სისწრაფით მრავლდებიან და ორგანიზმს საკმაო უსიამოვნებებს უქმნიან, აზიანებენ კანს, ლორწოვან გარსს, შარდ-სასქესო და სხვა სისტემებს.

კანდიდოზის მიზეზები: მითი და რეალობა

ბევრი ქალი თვლის, რომ ეს დაავადება წარმოიშობა ანტიბიოტიკების, ტამპონების, დიდი რაოდენობით ტკბილეულის და მოტკეცილი სამოსის გამო და რამდენადაც დაავადების გადამტანნი მამაკაცები არიან, სექსი ბევრ პარტნიორთან ავტომატურად გადაიყვანს მას რისკის ჯგუფში. სინამდვილეში ამ დაავადებას ყველაზე განსხვავებული ფაქტორები უწყობს ხელს: ორგანიზმის დამცავი მექანიზმის მოშლა (მძიმე დაავადებები, სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტი), ჰორმონალური კონტრაცეფცია, უსასრულო და ხანრძლივი მკურნალობა ანტიბიოტიკებით და ორსულობაც კი. კანდიდოზი ბევრი მითის საწინააღმდეგოდ, ჩვეულებრივი სექსის დროს იშვიათად გადაედება, რასაც ვერ ვიტყვით ორალურ სექსზე, რადგან პარტნიორი შეიძლება იყოს კანდიდის მატარებელი პირის ღრუში.

რითია საშიში კანდიდოზი?

ხშირად კანდიდოზს აბრალებენ, რომ იგი იწვევს ნაადრევ მშობიარობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ამ დაავადებას სერიოზულად უნდა მიუდგეთ, რადგან იგი შეიძლება სხვა უფრო სერიოზული დაავადებების მაჩვენებელი იყოს: საერთო იმუნეტეტის დაქვეითებიდან საკვერცხეების დისფუნქციამდე. ამასთან, სოკოს გადაცემა დედისაგან ახალშობილ ბავშვზე ხდება თითქმის 70% შემთხვევებში.

კანდიდოზის სიმპტომები და მეთოდიკა

ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია ქავილი, წვის შეგრძნება და შეშუპება (ქალებში). ქავილი შესაძლებელია გაძლიერდეს დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით სითბოში, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ცხელმა აბაზანამ ან ბუმბულის საბანმა შესაძლოა გაამწვავოს უსიამო შეგრძნებები. საშოს ლორწოვანზე შეიძლება წარმოიქმნას თეთრი ნადები, გამონადენი ფანტელების სახით, სქელი, თეთრი ან მონაცრისფრო ფერით, ხაჭოს ან ნაღების მსგავსი კონსისტენიით. ზოგჯერ აქვს უსიამოვნო სუნი. თუმცა, გამონადენი შეიძლება არც იყოს, ან ვერ შენიშნოთ. თუ ასეთ სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად მიაკითხეთ გინეკოლოგს.

ამ დაავადების დიაგნოსტიკისათვის საჭიროა ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა, რომელსაც ექიმი საშოს კედლებიდან ტამპონის დახმარებით აიღებს. მეორე აუცილებელი პროცედურაა – დათესვა, რის შემდეგაც გამოჩნდება, თუ რა სახეობის სოკოსთან გაქვთ საქმე, რადგან სოკოს ზოგიერთი სახეობა განსაზღვული პრეპარატებით მკურნალობას არ ექვემდებარება.

როგორ უმკურნალოთ კანდიდოზს?

რადგან კანდიდოზი – ნამდვილი ინფექციაა, მკურნალობის კურსიც ამის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, ანუ: პირველ რიგში უნდა განადგურდეს გამაღიზიანებელი, მეორე – ხელახლა გაიაროთ ლაბორატორიული გამოკვლევა, რათა დარწმუნდეთ, რომ გამაღიზიანებელი აღარ არსებობს, და მესამე – აღკვეთოთ რეციდივის შესაძლებლობა.

კანდიდოზის სამკურნალო პრეპარატები (რომელიც აუცილებლად ექიმის დანიშნული უნდა იყოს) იყოფა სან ჯგუფად: გამაუსნებოვნებელი და სოკოს საწინააღმდეგო, მიკრობების საწინააღმდეგო, კომბინირებული.

სამკურნალო პრეპარატებიდან, როგორც წესი, ნიშნავენ მირამისტინის 0,01% ხსნარს და სანგვინიტრინს საფენების სახით, მკურნალობის კურსი 5-დან 10 დღემდეა. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით თუ კანდიდოზი პირველად გაჩნდა, გამოიყენება ძირითადად ადგილობრივი გამოყენების, ნებისმიერ აფთიაქში არსებობს ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატები, ესენი არიან: ვაგინალური სანთლები, კრემები, გელები, სპრეები და ლოსიონები გარე გამოყენებისათვის, რომელთა შერჩევა ექიმის დახმარებით უნდა მოხდეს.

მკურნალობის დროს, როგორც წესი, ექიმები ნიშნავენ "სექსუალურ კარანტინს", რადგან ვერაგი სოკოები შეიძლება დროებით გადასახლდნენ თქვენს პარტნიორთან, სანამ თქვენ "შემტევ მოქმედებას" დაასრულებთ, ხოლო შემდეგ ისევ შეგახსენოთ თავი. ამიტომ, სოკოს სამკურნალოდ უმჯობესია ორივე წახვიდეთ!

ხშირად ექიმები მკურნალობის კურსის პარალელურად ნიშნავენ ბიოდანამატებს, ბაქტერიების შემცველ პრეპარატებს, მაგრამ ბევრი მათგანის ეფექტურობა არ არის დამტკიცებული. ასევე არ არის მიზანშეწონილი იმუნიტეტის გასაძლიერებლი პრეპარატების მიღება, თუ არ ჩატარებულა არავითარი სპეციალური გამოკვლევა.
სასარგებლო რჩევები:
მკურნალობის დროს ექიმები გირჩევენ კორექტირების შეტანას საკვებ რაციონში: გამორიცხეთ ყველაფერი ცხარე და სანებლები, რადგან ისინი ამძაფრებენ შარდვას, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ქავილის გაძლიერება. მიირთვით ახალი ხილი, ბოსტნეული, აუცილებლად ჭამეთ ფაფები და ხაჭო, დალიეთ კეფირი, იოგურტი, მაწონი.

ამ პერიოდში უმჯობესია თავი შეიკავოთ ნებისმიერი გადატვირთვისაგან, არა აქვს მნიშვნელობა ფიტნეს-ვარჯიში იქნება თუ გაშლილი სუფრა. და გაუფრთხილდით კანს, არ ღირს მისი გაღიზიანება მოტკეცილი სამოსით ან სველი საცურაო კოსტიუმით, ხოლო მენსტრუაციის დროს ავადმყოფობის პერიოდში ნუ გამოიყენებთ ტამპონებს, საფენები კი უკეთესია გამოიცვალოთ ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივ.

P.S. თუ დაავადება გამუდმებით მეორდება და ბრუნდება, ეს შეიძლება იყოს უფრო სერიოზული დაავადების ნიშანი, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ უნდა მიაკითხოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 3830 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/4
სახელი *:
Email:
კოდი *:
Create a website for free
Copyright MyCorp © 2014