ჰიპერტონიის მკურნალობა - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ჰიპერტონიის მკურნალობა
21:57
ჰიპერტონიის მკურნალობა
კ ო ქ ტ ე ი ლ ი   ჰ ი პ ე რ ტ ო ნ ი კ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს
იღებენ 2 ჭიქა ჭარხლის წვენს, 250 გ თაფლს, 1 ცალ ლიმონს, 1 ჭიქა არაყს, ურევენ ერთმანეთში და ინახავენ მინის ქილით მაცივარში.
მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.

კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი
ყოველდღიურად სვამენ 1-2 ჩაის ჭიქა კარტოფილის ნახარშს. ეს საშუალება არეგულირებს არტერიულ წნევას.

ხ ა ხ ვ ი
3 კგ ხახვის წვენს ურევენ 500 გრ თაფლს, უმატებენ 25 ცალ დაფქვილ კაკლის უღელს (ტიხარი ლებნებს შორის). ასხამენ 0,5 ლ არაყს. აჩერებენ 10 დღე.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.

ნ ი ო რ ი
2 თავ ნიორს ასუფთავებენ, ასხამენ 250 მლ არაყს. აჩერებენ 12 დღე.
მიღება: 20 წვეთი დღეში 3-ჯერ 15 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.

ნ ი ო რ ი   დ ა   ლ ი მ ო ნ ი
3 თავ ნიორს და 3 ცალ ლიმონს ხეხავენ. ასხამენ 1,25 ლ მდუღარე წყალს. მჭიდროდ ახურებენ და მინის ქილით დგამენ სითბოში 1 დღე-ღამე. პერიოდულად ურევენ. შემდეგ წურავენ.
მიღება: 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ს ი მ ი ნ დ ი ს   ფ ქ ვ ი ლ ი
ჭიქაში ყრიან 1 სუფრის კოვზ სიმინდის ფქვილს, ასხამენ ცხელ ნადუღ წყალს ჭიქის შევსებამდე. აჩერებენ მთელი ღამე. დილით სვამენ მხოლოდ სითხეს (ფრთხილად გადაწურავენ).

ფ ი თ რ ი
ფითრის ყლორტებს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ასხამენ წყალსა და ხარშავენ 3-4 სთ.
მიღება: 50 მლ დღეში 2-ჯერ ჭამის წინ. ეს საშუალება აქვეითებს მადას, ამშვიდებს და არეგულირებს წნევას. განსაკუთრებით სასარგებლოა კუნელის ხეზე მოზარდი ფითრი.

კ უ ნ ე ლ ი
100 გრ წითელ კუნელს ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს (საღამოს), დილით წამოადუღებენ. ღებულობენ დღეში 3-ჯერ 1/2 ჩაის ჭიქას.

შ ა ვ ბ ა ლ ა ხ ა
1 სუფრის კოვზ შავბალახას ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 3 სთ და ღებულობენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.

ჰიპერტონიის დროს გამოიყენება აგრეთვე ძიძო (სპაზმების მოსახსნელად), ბარამბო, პიტნა, კუნელის ყვავილი.
კატეგორია: მკურნალობა | ნანახია: 1012 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017