ალერგიის მედიკამენტოზური მკურნალობა - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ალერგიის მედიკამენტოზური მკურნალობა
21:44
ალერგიის მედიკამენტოზური მკურნალობა

ალერგიის მკუნალობისას ძირითადად გამოიყენება შემდეგი ჯგუფის მედიკამენტები:

  • ანტიჰისტამინური საშუალებები (ტავეგილი, სუპრასტინი, დიმედროლი, ფენკაროლი, დიაზოლინი და სხვ.) – ძირითადად გამოიყენება ალერგიული რინიტის, კონიუნქტივიტისა და ქავილით მიმდინარე კანის ალერგიების დროს. ისინი ამცირებენ ქავილისა და ლორწოვანი გარსების ალერგიით გამოწვეულ შეშუპებას. იხმარება ტაბლეტების, საინექციო ხსნარების და თვალის წვეთების სახით. ეს პრეპარატები იმდენად უხიფათო და ადვილად გამოსაყენებელია, რომ დღეს ისინი ალერგიის სამკურნალო საუკეთესო სიმპტომურ საშუალებებად ითვლება.
  • დეგრანულაციის საწინააღმდეგი საშუალებები (დინატრიუმის ქრომოგლიკატი ანუ ინტალი, ზადიტენი) - გამოიყენება ასთმის, რინიტის და კონიუნქტივიტის გამწავავების პროფილაქტიკისათვის. დინატრიუმის ქრომოგლიკატის პრეპარატები გამოიყენება როგორც თვალის და ცხვირის წვეთების სახით, ისე საინჰალაციოდ. ზადიტენი იხმარება ტაბლეტებისა და სიროფის სახით. ეს პრეპარატები მხოლოდ და მხოლოდ ალერგიის გამწვავების პროფილაქტიკას ახდენენ და, ამდენად, მათი მიღება მოსალოდნელი შეტევების დაწყებამდეა საჭირო, ხშირად ხანგრძლივად.
  • ასთმის მკურნალობაში ძალიან ფართოდ გამოიყენება ე.წ. ბრონქოდილატატორული საშუალებები, რომლებიც სუნთქვას აადვილებს. უმეტეს შემთხვევაში, ასთმის გასაკონტროლებლად საკმარისია ამ პრეპარატების რეგულარული ხმარება. ამ ტიპის წამლები ხელმისაწვდომია ტაბლეტების, დოზირებული ინჰალატორების, ინექციებისა და სანთლების სახით და შეიცავს ადრენალინის მსგავს პრეპარატებს და თეოფილინს.
  • ადრენალინის მსგავსი წამლების ინჰალაცია გამოიყენება შეტევების მოსახსნელად. ისინი ეფექტს ძალიან სწრაფად იძლევიან. როცა სასუნთქი გზები თითქმის მთლიანად დახშულია, საჭიროა გამოვიყენოთ მათი საინექციო ფორმა. ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები პულსის აჩქარებისა და კანკალის სახით, ამიტომ ყური დაუგდეთ ექიმის რჩევას და არ იხმაროთ ინჰალატორები ზედმეტად ხშირად.
  • თეოფილინი იხმარება ტაბლეტების, ინექციების და სანთლების სახით.
  • ზოგ შემთხვევაში, ალერგიის მძიმე ფორმების დროს ძალიან სასარგებლოა კორტიკოსტეროიდები (კორტიზონის ნაწარმები). რადგან ალერგია ანთების ერთ-ერთი სახეა, კორტიკოსტეროიდების ხმარება ნამდვილად მიზანშეწონილია. არსებობს კორტიკოსტეროიდული ჰორმონების მრავალი პრეპარატი. მათ იყენებენ ტაბლეტების, ინექციების, ინჰალატორების, მალამოების სახით. კორტიკოსტეროიდები ძირითადად გამოიყენება ასთმის დროს და ეგზემის შემთხვევაში.
კატეგორია: ალერგია | ნანახია: 1224 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.5/2
სახელი *:
Email:
კოდი *:
Create a website for free
Copyright MyCorp © 2014