მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » რა არის ფსევდოალერგია?
21:42
რა არის ფსევდოალერგია?
ფსევდოალერგიულ რეაქციებს, განსხვავებით "ჭეშმარიტი" კვებითი ალერგიისაგან, საფუძვლად უდევს არაიმუნოლოგიური მექანიზმები. ეს ფსევდოალერგიული რეაქციები გამოწვეულია ჰისტამინის შემცველი საკვებით, ან ორგანიზმის ქიმიური რეაქციების შედეგად ჰისტამინის გამოთავისუფლებით (მაგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მყოფი ბაქტერიების მიერ).

მათი სიმპტომები შეიძლება ისეთივე იყოს, როგორც "ჭეშმარიტი" კვებითი ალერგიის დროს. მაგ., ზოგიერთი თევზის კონსერვი შეიძლება დიდი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავდეს და გამოიწვიოს მოწამვლა ზუსტად ისეთივე სიმპტომებით, როგორც ალერგიულ რეაქციას ახასიათებს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ თევზის მიმართ "ალერგიული" ხართ.

ფსევდოალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია ზოგიერთ სხვა პროდუქტსაც: მაგ. საკვების ქიმიურ დანამატებს (საღებავი, კონსერვანტები, არომატის გამაძლიერებელი ნივთიერებები), რომლებიც კვების მრეწველობაში გამოიყენება. ესენია:

კონსერვანტები:

  • სულფიტები და მათი ნაწარმები – E 220-227
  • ნიტრიტები – E 249-252
  • ბენზოის მჟავა და მისი ნაწარმები – E 210-219

ანტოქსიდანტები:

  • ბუთილ-ჰიდროქსიანიზოლი – E 321
  • ბუთილ-ჰიდროქსიტოლუენი – E 321

საღებავები:

  • ტარტრაზინი – E 102
  • ყვითელ-ნარინჯისფერი S - E110
  • აზორუბინი – E 122
  • ამარანტი – E 123
  • ჭიაფერი წითელი – E 124
  • ერითროზინი – E 127
  • ბრილიანტის მწვანე BN – E 151

არომატის გამაძლიერებელი ნივთიერებები:

  • გლუტამატები – B 550-55

თუ თქვენ საკვების მიმართ ზემგრძნობელობა გაქვთ, მოერიდეთ ზემოთჩამოთვლილ ნივთიერებებს.


კატეგორია: ალერგია | ნანახია: 1678 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024