მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებაში
17:42
როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებაში
მშობლებო, აკეთებთ თუ არა ყველაფერს, რომ დაეხმაროთ თქვენს ბავშვს კბილების ნორმალურ განვითარებაში?

იმისათვის, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაგიადვილდეთ, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ გარკვეულ ცოდნას ბავშვის კბილების განვითარების შესახებ. ამის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ იზრუნოთ მათზე, გამოუმუშაოთ მათ პირის ღრუს მოვლის სწორი უნარ-ჩვევები, შეუნარჩუნოთ თქვენს შვილებს კბილები ჯანმრთელ მდგომარეობაში და თუკი მაინც გაგიჩნდებათ პრობლემები მათ კბილებთან დაკავშირებით, დროულად მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა, რათა შეუნარჩუნოთ მათ კბილები, ვინაიდან თითოეული კბილის დაკარგვა მაშინვე აისახება ღეჭვის პროცესზე და შესაბამისად, საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობაზე. ამავე დროს, პროტეზირება, მისი დღევანდელი მიღწევების მიუხედავად, არ ცვლის საკუთარ კბილებს. თითოეული კბილი ცხოვრობს ორგანიზმთან ერთად და საკუთარ ფუნქციას ასრულებს. ხელოვნური კბილი კი ძირითადად მხოლოდ კოსმეტიკური ფუნქციის მატარებელია.

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, უდავოა მშობლის როლი ბავშვის კბილების სწორი მოვლისა და მათი ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნების ჭეშმარიტად საპასუხისმგებლო საქმეში, ვინაიდან ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გულისხმობს აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც მათი აღზრდის პროცესის განუყოფელი ნაწილია.

 

კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 661 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017