მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » მწერების ნაკბენით გამოწვეული ალერგია
21:36
მწერების ნაკბენით გამოწვეული ალერგია
მწერები, რომელთა ნაკბენებსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა, უმეტესად ეკუთვნიან სიფრიფანაფრთიანთა რიგს (Hymenoptera). ესენია უმეტესად ფუტკრები და კრაზანები. ფუტკრები მხოლოდ მაშინ იკბინებიან, თუ მათ ბუდეს რაიმე დაემუქრა. ამდენად, ისინი "ბუნებით აგრესიულნი" არ არიან. ფუტკრის ნესტარი დაკბილულია და კანში ჩასობის შემდეგ მისი ამოღება შეუძლებელია. როცა კბენის შემდეგ ფუტკარი ცდილობს ნესტარის ამოღებას, მისი ნესტარი, შხამის ჯირკვალი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილი წყდება სხეულს და ფუტკარი კვდება. მათგან გასხვავებით, კრაზანები ბუნებით აგრესიულნი არიან, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა საკვები შემოაკლდებათ. თანაც, ერთ კრაზანას მრავალჯერ შეუძლია დანესტვრა, რადგან კრაზანის ნესტარი გლუვია და კბენის შემდეგ მისი ამოღება ადვილია.

როგორ დავიცვათ თავი მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგიისაგან?

ფუტკრის ან კრაზანის შხამისადმი ალერგიულმა ადამიანებმა სიფრთხილის შემდეგ ზომებს უნდა მიმართონ:

  • არ დაანებოთ ბავშვებს ხის ძირას ან კუნძებთან თამაში, რაგდან იქ ხშირად იცის კრაზანის ბუდეები
  • არ იაროთ ფეხშიშველამ ბალახზე, რადგან ფუტკრები შეიძლება ბალახში, წვრილ ყვავილებზე ისხდნენ, გარდა ამისა, ზოგჯერ მათი ბუდეები მიწაზეა მოწყობილი
  • არ ჭამოთ ხილი და არ დალიოთ ტკბილი წყლები შენობის გარეთ
  • არ მიიღოთ მზის აბაზანები, თუ თქვენ სველი ან ნესტიანი ხართ, ან რაიმე კოსმეტიკური ზეთი გისვიათ, რადგან ამას მწერების მოზიდვა შეუძლია
  • არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მოჩითლი ტანსაცმელი
  • წყნარად იდექით, ნუ დაიწყებთ მკვეთრ მოძრაობებს, თუ ახლომახლო ფუტკარი ან კრაზანა გამოჩნდა
  • სანამ მანქანაში ჩაჯდებით, შეამოწმეთ, ხომ არ არის სალონში ფუტკარი ან კრაზანა.

 


კატეგორია: ალერგია | ნანახია: 1630 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024