როგორ დავიცვათ ბავშვი ბრონქული ასთმის შეტევისაგან? - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » როგორ დავიცვათ ბავშვი ბრონქული ასთმის შეტევისაგან?
21:25
როგორ დავიცვათ ბავშვი ბრონქული ასთმის შეტევისაგან?

ბავშვებზე სპეციალური ალერგენის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს ასთმის განვითარებას. ასთმის განვითარების რისკი მკვეთრად მცირდება, თუ ჩამოთვლილი ალერგენების მიმართ გავატარებით აუცილებელ ღონისძიებებს. არსებობს სახლში ასთმის გამომწვევი ალერგენების შემცირების შემდეგი მეთოდები, კერძოდ:

  • თქვენ შეგიძლიათ ბავშვებს თავიდან ააცილოთ ბრონქული ასთმის შეტევა, თუ აარიდებთ მათ ამ დაავადებების მაპროვოცირებელ ფაქტორებს (ალერგენებს), როგორიცაა: საყოფაცხოვრებო მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, თამბაქოს ბოლი, ყვავილის მტვერი;
  • ოთახის მტვერი შესაძლოა ეფექტურად ვაკონტროლოთ ლეიბებისა და ბალიშების მკვრივი შალითით შეფუთვით, თეთრეულის ყოველკვირეული რეცხვით, ხალიჩების აღებით, ჰაერის ხშირი განიავებით;
  • ეცადეთ, ბავშვს ჰქონდეს ბუნებრივი ქსოვილის თეთრეული. გამოიყენეთ ბამბის ან ბამბაზიის თეთრეული;
  • ეცადეთ, ბავშვის ბალიში და საბანი არ იყოს ბუმბულის ან მატყლის;
  • აიღეთ ხალიჩები და ლინოლეუმი და ხის იატაკი ხშირად გაწმინდეთ სველი წესით;
  • რბილი ავეჯის გადასაფარებლად გამოიყენეთ რეცხვადი, ბუნებრივი ქსოვილის შალითა;
  • ხშირად რეცხეთ ბავშვის თეთრეული ცხელი წყლით;
  • ეცადეთ, შეინარჩუნოთ ბინაში ტენიანობა 50%-ის ქვევით;
  • აბაზანის კედლები და იატაკი გარეცხეთ წყლითა და საპნიანი ხსნარით;
  • ხშირად გაანიავეთ ბინა, ეცადეთ შეინარჩუნოთ სუფთა, მშრალი ჰაერი;
  • ბავშვის საწოლ ოთახში დახურეთ ფანჯრები, რათა არ მოხდეს ოთახის გარემო მტვრით დაბინძურება;
  • როცა ალერგიული რეაქცია შეიმჩნევა შინაური ცხოველების მიმართ, ისინი უნდა მოვაშოროთ სახლიდან. თუ ეს შეუძლებელია, ეცადეთ, ბავშვის საწოლ ოთახში შინაური ცხოველი არ შეუშვათ; შინაური ცხოველები სისტემატურად დაბანეთ სპეციალური შამპუნით;
  • თამბაქოს პასიური მოწევა მკვეთრად არის ასოცირებული ბავშვებში ასთმის გამწვავებასთან, ის განიხილება, როგორც ასთმის ინდუქტორი. არ მოწიოთ შინ თამბაქო. აუხსენით ბავშვს, რომ თამბაქოს მოწევა მისთვის განსაკუთრებით მავნებელია;
  • თამბაქოს ბოლის ზემოქმედების შესამცირებლად მიღებული უნდა იქნეს სუფთა შიგა გარემოს შესახებ კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სიგარეტის მოწევას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, რესტორნებში, სუპერმარკეტებში, რაც დიდ სარგებლობას მოუტანს ასთმის კონტროლს.

ასთმის პროგრესირების შეჩერება ძნელია, აგრეთვე ძნელია მისგან საბოლოოდ განკურნება, მაგრამ დაავადებულთა მედიკამენტოზური მკურნალობა საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ მძიმე და ფატალური შემთხვევები.

კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | ნანახია: 787 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017