მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ბრონქული ასთმის ძირითადი მიზეზები:
21:24
ბრონქული ასთმის ძირითადი მიზეზები:

ბრონქული ასთმის პროფილაქტიკის ეფექტურობას განაპირობებს გამომწვევი მიზეზის სწორად განსაზღვრა. ეს მიზეზები კი საკმაოდ მრავალფეროვანია:

  1. თანდაყოლილი ფაქტორები:
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • სასუნთქი გზების ჰიპერსენსიბილიზაცია;
  1. ალერგენები, რომელთა ჩასუნთქვა ხდება როგორც ოთახში, ასევე ოთახის გარეთ (ცხოველების ბეწვი, ყვავილის მტვერი, ოთახის მტვერი, ოთახის მტვერის ტკიპა, ობი, ტარაკანის ანტიგენი);
  2. მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ სასუნთქი გზების სენსიბილიზება და იწვევენ რესპირატორული ალერგიის ან ასთმის დაწყებას (თამბაქო, დაბინძურებული ჰაერი, ვირუსული რესპირატორული ინფექცია და სხვ.);

 

       გამშვები მექანიზმის როლს თამაშობს:

  • მიზეზობრივი ფაქტორის დამატებითი ზემოქმედება;
  • ცივი ჰაერის, გამაღიზიანებელი გაზის, ამინდის ცვალებადობის ზემოქმედება, გადაღლა და გადაჭარბებული ემოციების გამოხატვა.
კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | ნანახია: 1558 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024