მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ჰიპერვენტილაცია
21:16
ჰიპერვენტილაცია

ჰიპერვენტილაცია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება სტრესულ სიტუაციებში (პანიკის, შფოთვის, ისტერიის დროს). ის ხშირად აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს შიში ან ფსიქოლოგიური შოკი. ჰიპერვენტილაცია გამოვლინდება არანორმალურად ხშირი და ღრმა სუნთქვით. ასევე შესაძლებელია გამოიხატოს უჩვეულო ქცევა, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი და უნებლიე მოძრაობები.

 

პირველი დახმარება ჰიპერვენტილაციის დროს:

1.   დაზარალებულთან ლაპარაკის დროს იყავით დამაჯერებელი და ზრდილობიანი;

2.  თუ შეგიძლიათ, გადაიყვანეთ დაზარალებული მშვიდ გარემოში. ამით შესაძლებელია გამოიყვანოთ დაზარალებული ჰიპერვენტილაციის შეტევიდან;

3.  ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს თავის ექიმს, რათა გამოირიცხოს აგზნების სხვა მიზეზები;

4.  თუ გამოხატულია უნებლიე მოძრაობები, ასუნთქეთ ქაღალდის პარკის საშუალებით, თავისივე ამონასუნთქი ჰაერი.

 

კვამლისა და აირების ინჰალაცია

 

კვამლისა და აირების ინჰალაცია ასევე შეიძლება გახდეს სუნთქვის უკმარისობის მიზეზი. ზოგჯერ ამ დროს შესაძლებელია სიკვდილიც კი განვითარდეს. გახსოვდეთ, რომ კვამლის ინჰალაცია საშიშია მაშველისთვისაც. არ ჩააგდოთ თქვენი თავი საფრთხეში.

 

პირველი დახმარება კვამლისა და აირების ინჰალაციის დროს:

გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სახანძრო სამსახურები;'

თუ თქვენთვის ეს უსაფრთხოა, გადაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე;

თუ დაზარალებული უგონოდ არის, დააწვინეთ იგი ზურგზე, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებლად. თუ სუნთქვა და პულსი არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში;

ჩაატარეთ პირველი დახმარება დამწვრობისა და სხვა დაზიანებების დროს;

დარჩით დაზარალებულთან გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერების დონე.

გახსოვდეთ!

 

  • სუნთქვის უკმარისობის დროს მოსალოდნელია შეუქცევადი ცვლილებების განვითარება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორად ორგანიზებულ და დროულ პირველ დახმარებას.
  • განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თქვენს მშვიდ, გულისხმიერ და მზრუნველ დამოკიდებყლებას დაზარალებულის მიმართ, ვინაიდან  სუნთქვის უკმარისობა შეიძლება გახდეს ტვინის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის მიზეზი და გამოიწვიოს აგზნებადობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა და სხვ.
  • გაითვალისწინეთ კვამლისა და აირების შესაძლო შემპარავი დამაზიანებელი  ზემოქმედების საშიშროება და არ ჩაიგდოთ თქვენი თავი საფრთხეში მათი ინჰალაციით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობის დროს პირველი დახმარების გაწევისას.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 854 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017