მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » კრუპის შეტევა
21:13
კრუპის შეტევა

სუნთქვის გაძნელება მცირეწლოვან ბავშვებში ხშირად გამოწვეულია კრუპის შეტევით, რომლის მიზეზიც არის ანთებითი პროცესი სასუნთქ გზებში. კრუპის შეტევა ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ პირველი დახმარების დროული გაწევისას იგი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის შემდგომ ჯანმრთელობაზე. კრუპის შეტევა უფრო ხშირად იწყება ღამით, შესაძლებლია ის რამდენჯერმე განმეორდეს.

 

კრუპის შეტევის დამახასიათებელი ნიშნებია:

·  მცირეწლოვანი ბავშვის გაძნელებული სუნთქვა;

·  ხმაურიანი გაძნელებული ჩასუნთქვა;

·  მყეფავი ხასიათის ხველა;

·  მორუხო-მოლურჯო ფერის კანი;

·  მძიმე შემთხვევებში დამატებითი კუნთების მონაწილეობა

          სუნთქვაში;

 

პირველი დახმარება კრუპის შეტევის დროს:

1.  დასვით  და გაამხნევეთ ბავშვი;

2.  შექმენით ორთქლიანი გარემო ბავშვის გარშემო. წაიყვანეთ ის აბაზანაში და გააღეთ ცხელი წყლის ონკანი. ასევე შესაძლებელია დასვათ ბავშვი სამზარეულოში და ადუღოთ წყალი. აუხსენით ბავშვს, რომ სუნთქვის გაადვილების მიზნით უნდა ჩაისუნთქოს ორთქლი. ყურადღებით იყავით და დაიკავეთ ბავშვი ცხელი წყლიდან მოშორებით, რათა ბავშვმა არ მიიღოს დამწვრობა;

3.  არ შეიძლება თითების ჩადება პირში, რადგან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაჩერება;

4.  არ ჩავარდეთ პანიკაში, ეს შეაშინებს ბავშვს და გამოიწვევს მისი მდგომარეობის გაუარესებას;

5.  როცა ბავშვს დააწვენთ ლოგინში, შექმენით ტენიანი გარემო მის საძინებელში. ამისათვის გადაკიდეთ სველი პირსახოცი სითბოს წყაროზე. მომატებულმა ტენიანობამ შეიძლება შეამციროს განმეორებითი შეტევების რისკი;

6.   თუ კრუპის შეტევა მძიმეა, დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | ნანახია: 1920 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024