ფტორი კარიესის წინააღმდეგ - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » ფტორი კარიესის წინააღმდეგ
17:41
ფტორი კარიესის წინააღმდეგ

ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფტორის ზომიერ დოზებში მოხმარება, ვინაიდან იგი ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

ფტორის მოქმედებას კარიესის წინააღმდეგგანაპირობებს შემდეგი ფაქტორები:

·        ფტორი ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს:  ნერწყვი, რომელიც ფტორს შეიცავს გროვდება რა კარიესულ ზედაპირზე, მიიზიდავს სხვა მინერალებს (მაგ. კალციუმს), რაც ხელს უწყობს კბილის ქსოვილის მინერალური სტერუქტურის აღდგენის პროცესს;

·        იგი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს. რემინერალიზაციის პროცესში ფტორის მონაწილეობით წარმოქმნილი მინერალი (ფტორაპატიტი) უფრო ძლიერია, ვიდრე კბილის შემადგენლობაში არსებული მინერალები (ჰიდროქსიაპატიტი და ნახშირმჟავა ჰიდროქსიაპატიტი);

·        ფტორი ხელს უშლის ბაქტერიის მიერ შაქრის გადამუშავების პროცესს. შესაბამისად, იგი ამცირებს კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ მჟავების გამოყოფას და კარიესულ პროცესს.

ფტორი შედის კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტებში. მისი საკმარისი რაოდენობით მისაღებად საჭიროა ამ ტიპის პასტების საკმარისად ხშირი მოხმარება. სასარგებლოა აგრეთვე ჩვეულებრივი ონკანის წყლის სმა და ამ წყლით კბილების გამორეცხვა, ვინაიდან უნდა აღინიშნოს, რომ ფტორი არის მხოლოდ ონკანის წყალში და არ არის ბოთლებში სპეციალურად ჩამოსხმულ სასმელ წყალში. ძველად ონკანის წყალი ძალზედ მცირე რაოდენობით შეიცავდა ფტორს. ჩატარებულმა სტომატოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ქალაქის წყალმომარაგების პირობებში წყალში ფტორის შემცველობის მომატებით ქალაქის მაცხოვრებლებში კარიესის განვითარება შემცირდა 40% და ზოგ შემთხვევებში 70%-ითაც კი.

კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 1066 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.5/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017