მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
20:43
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
პათოლოგიური ცვლილებები, რომელიც გულსა და სისხლძარღვებს აზიანებს კარდიოვასკულარული დაავადებების სახელით არის ცნობილი. ეს პათოლოგიები იყოფა გულის და სისხლძარღვების დაავადებებად. გულის დაავადება მოქმედებს გულზე და იმ სისხლძარღვებზე, რომელიც გულის კუნთს კვებავს. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება აზიანებს ხელის, ფეხის და სხეულის(გარდა იმისა რომელიც გულს კვებავს) სისხლძარღვებს. დარღვევები, რომელიც აზიანებს იმ სისხლძარღვებს, რომელიც ტვინს კვებავს ცნობილია ცერებროვასკულარული პათოლოგიების სახელით. ინსულტი ამის ერთ-ერთი მაგალიათია.

ს ი მ პ ტ ო მ ე ბ ი

ერთი რომელიმე სიმპტომი განცალკევებულად არ განსაზღვრავს გულის ( კარდიალურ ) დაავადებას. ორი ან სამი სიმპტომი იძლევა შესაძლებლობას ეჭვი მივიტანოთ კარდიალურ დაავადებაზე, რამდენიმე სიმპტომი კი საშუალებას იძლევა დაისვას დიაგნოზი.

ექიმი შეიცნობს სიმპტობემს ავადმყოფის გამოკითხვის და გასინჯვის შემდეგ. ხშირად დიაგნოსტიკური პროცედურები ტარდება იმისათვის, რომ დაისვას დიაგნოზი. თუმცა გულის დაავადება არ იძლევა არანაირ სიმპტომებს, თუნდაც სერიოზული იყოს, სანამ არ მიაღწევს ძალიან გვიან სტადიას. რეგულარულმა ვიზიტებმა ექიმთან სხვა ავადმყოფობების გამო შეიძლება "ფარდა ახადოს" ჩუმად მიმდინარე გულის დაავადებასაც.

გულის დაავადების სიმპტომები ბევრია. მათ შორის სხვადასხვა სახის ტკივილები, ქოშინი, დაღლილობა, გულის რიტმის დარღვევა ( აჩქარების, შენელების და სხვა არითმიული გულისცემის შეგრძნება ), გაბრუება, გულის წასვლა, ფეხების, კოჭების და ტერფების შეშუპება. თუმცა ეს სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოწვეული გულის დაავადებისაგან. მაგალითად, ტკივილი გულის არეში შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭ–ნაწლავის ან რესპირატორული დაავადებებით.

პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიური გამოვლინებები დამოკიდებულია იმაზე , თუ სად მდებარეობს დაზიანებული სისხლძარღვი. სიმპტომები შეიძლება იყოს ტკივილი, ქოშინი, კუნთების ტკივილი, კუნთების დაღლილობა, გაბრუება, შეშუპება, დაბუჟება და კანის ფერის ცვალებადობა იმ მხარეს საითაც დაავადება მიმდინარეობს.

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | ნანახია: 2672 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024