სარძევე კბილების შეცვლა მუდმივი კბილებით - 26 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 26 » სარძევე კბილების შეცვლა მუდმივი კბილებით
18:08
სარძევე კბილების შეცვლა მუდმივი კბილებით

ეს პროცესი უნდა დასრულდს 12-14 წლის ასაკისათვის. პირველად ფესვიანი კბილები ამოიჭრება ექვსი წლის ასაკში. შემდეგი ფესვიანი კბილების ამოჭრა ხდება 12 წლისათვის. ამ დროისათვის იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი და ბავშვის ორგანიზმში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ასეთ დროს განსაკუთრებით სახიფათოა ყბა-სახის მიდამოს დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი არასწორი ფორმირება და რაც შემდგომში ძალზედ რთული გამოსასწორებელი ხდება. როგორც წესი, ბავშვებსა და მოზარდებს ნაკლებად ესმით ეს, ამიტომაც საჭიროა მშობლების ყურადღება და ჩარევა, რათა ბავშვებმა დროულად მიმართონ სტომატოლოგს.

კბილების სწორად გაწმენდას ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს 6-8 წლის ასაკისათვის, ამიტომაც ამ დრომდე საჭიროა ბავშვების მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი მშობლების მხრიდან.

ე.წ. “სიბრძნის” კბილი ადამიანს ამოსდის დაახლოებით 18 წლის ასაკისათვის ან საერთოდ არ ამოსდის. ხშირად ეს კბილი საკმაო პრობლემებს უჩენს მას, ვინაიდან კბილებით უკვე შევსებულ პირის ღრუში ნაკლები ადგილი რჩება მისთვის და ის ზოგჯერ საერთოდ ვერ ახერხებს ამოჭრას. კბილსა და ღრძილს შორის შეიძლება დაგროვდეს ნალექი, განვითარდეს ადგილობრივი ანთება, რაც იწვევს  საშინელ ტკივილს და აუცილებელს ხდის მის ექსტრაქციას.

 

კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 449 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016