პარადონტიტი და პარადონტოზი - 25 იანვარს 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » იანვარი » 25 » პარადონტიტი და პარადონტოზი
16:14
პარადონტიტი და პარადონტოზი


პარადონტიტი(მას ხშირად აიგივებენ პაროდონტოზთან)-ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა სტომატოლოგიურ დაავადებებში.  ღრძილის და ძვლოვანი ქსოვილის აგებულების თავისებურებების გამოკვლევებით მტკიცდება რომ პრაქტიკულად არ იკურნება. სიტუაცია მიდის იქამდე რომ ღრძილების დაავადების გამო აბსოლიტურად ჯამრთელი კბილების მორყევა და დაცვენა ხდება.

პაროდონტიტისდროს ინფექცია ხვდება კბილსა და ღრძილს შორის და არღვევს მათ კავშირს (პაროდონტლურ კავშირს) რაზეც დამოკიდებულია კბილის მყარად დგომა კბილბუდეში. ინფექციის მოცილება დიდ პრობლემას არ წრმოადგენს ამ დროს, თუმცა ღრძილის სტრუქტურა მალე აღდგება ვიდრე ძვლოვანი ქსოვილის რომელიც ამ დაავადების შედეგად ზიანდება. ინფექციის მოცილების შედეგად იწყება ღრძილის რეგენერაცია და კბილბუდე ძვლოვანი ქსოვილის ნაცვლად რბილი ქსოვილითაა შევსებული. სიმყრე მოკლებული კბილი ვეღარ უძლებს დატვირთვას იწყება მორყევა და შემდეგ უკვე ამოვარდნა კბილბუდიდან. ამიტომაა აუცილებელი მკურნალობა სწორად იყოს მიმართული. ინფექციის მოცილებასთან ერთად ძვლოვანი სტრუქტურის აღდგენაზე ვიზრუნოთ.

მსუბუქ სტადიაში- ანთებითი პროცესი მხოლოდ რბილ ქსოვილებში (ღრძილში) მიმდინარეობს.

ძიმე სტადიაში-ანთებითი პროცესი უკვე ძვლოვან ქსოვილებზე  გადადის.

მსუბუქი სტადიის დროს- ღრძილები შესიებული, შეწითლებული და სისხლმდენია. რასაც თან სდევს რბილი და მაგარი ბაქტერიული ნადები(კბილის ქვები).რაც ქმნის კბილსა და ღრძილს შორის პათოლოგიურ ნაპრალს(ჯიბეს).ამ დროს ღრძილი მყარად აღარ ეკვრის კბილს, იწყება ღრძილის მოდუნება და დაბლა დაწევა. რის შედეგადაც შიშვლდება კბილის ყელი და შემდეგ ფესვებიც.რაც იწვევს მგრძნობელობის მომატებას ყველანაირ გამღიზიანებელზე. ღრძილის დაბლიდან არცთუ იშვიათად ხდება ჩირქის გამოყოფა რასაც თან სდევს არასასიამოვნო სუნი პირიდან. დროთა განმავლობაში პროცესი რთულდება და გადადის კბილ_ბუდეზე(რაშიც კბილია მოთავსებული).კბილბუდე დროთა განმავლობაში იწყებს განლევას. იწყება კბილების მორყევა და კბილის ბუდიდან ამოვარდნა.ეს პაროდონტიტის უკვე მძიმე ფორმაა.

პარადონტოზი-ამ დროს ანთებითი პროცესი ღრძილებში არ მიმდინარეობს. ღრძილები ბაცი ვარდისფერია(ნორმაში), იწყება კბილის ყელის მიდამოს გაშიშვლება, რაც იწვევს კბილებზე  მგრძნობელობის მომატებას ყველანაირ გამღიზიანებელზე. ეს პარადონტოზის მსუბუქი სტადიაა.

პარადონტოზისდროს პროცესი მიმდინარეობს მაგარ ქსოვილებში. იწყება კბილბუდის განლევა,რაც იწვევს კბილების მორყევას და კბილბუდიდან ამოვარდნას. კბილბუდის განლევა შეგვიძლია ვნახოთ რედგენოგრამით.




კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 3726 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/4
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016