ფსიქოლოგის რჩევები - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ფსიქოლოგის რჩევები
ცხოვრებაში რამდენ ადამიანს იცნობთ კარგად? შეგიძლიათ ზუსტად გამოიცნოთ, თუ რაზე ფიქრობენ, ან როგორ მოიქცევიან ისინი განსაზღვრულ მომენტში? როგორც წესი, ასე კარგად შეიძლება იცნობდეთ ყველაზე ახლობელ ადამიანებს. სხვა დანარჩენი აღიქმება არასრულ, დამახინჯებულ დონეზე. ზუსტად ასევე, ნაწილობრივ შეცდომით აღგიქვამენ თქვენც ის ადამიანები, რომლებზეც გსურთ კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. კადრების განყოფილების თანამშრომლები ეყრდნობიან საკუთარ სუბიექტურ შეგრძნებებს, ამაყად არქმევენ რა ამას ინტუიციას. ასეთი გაურკვეველი კრიტერიუმები, როგორც წესი იწვევენ შეცდომებს კანდიდატების შერჩევისას. ის, რასაც ადამიანები უწოდებენ ინტუიციას, ალღოს, საკუთარ გამოცდილებას, არის აზროვნების ინდივიდუალური სტერეოტიპი ადამიანებისა და მოვლენების აღქმის შესახებ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყოველი ადამიანი სამყაროს «საკუთარი სათვალიდან» უყურებს, ანუ, მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ ყოველთვის ამახინჯებს რეალობას.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ყოველი მეორე არასწორად აფასებს პირველად დანახული ადამიანის საქმიანობას და ვერ იხსენებს მის გარეგნობას. ყოველი მეოთხე ვერ იხსენებს თმისა და თვალების ფერს. ყოველ მეხუთეს არ ახსოვს სიმაღლე. და მხოლოდ ყოველ მეათეს შეუძლია გაიხსენოს ახალი ნაცნობის გაერგნობა და მანერები.

მაშ რა გიშლით ხელს, რომ კარგად გაიცნოთ ადამიანები? პასუხს ფსიქოლოგია იძლევა: ხელს გიშლით ადამიანის აღქმის შემდეგი თავისებურებები:
ადამიანთა სტერეოტიპული აღქმა
სწრაფვა, შეადაროთ ადამიანი შემეცნებაში ჩამოყალიბებულ ნიმუშს, იდეალს. აფასებთ ტანსაცმლით. აი რატო... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 449 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ხანდახან ფიქრობთ, რომ სრულებით საკმარისია ორი, მაქსიმუმი სამი მეგობრის ყოლა. რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან საჭიროების შემთხვევაში. ხოლო ზოგიერთი საერთოდ თვლის, რომ სრულყოფილი არსებობისათვის ერთიც საკმარისია! მაგრამ ფაქტიურად შეუძლებელია ყველა თვისება ერთ ადამიანში იყოს. როგორც ფსიქოლოგები თვლიან, ადამიანისათვის სავსებით საკმარისია 5 სხვადასხვანაირ ადამიანთან ქონდეს ურთიერთობა. და საერთოდ არ არის საჭირო, რომ ყველა ახლო მეგობარი იყოს.

მეგობარი, რომელიც დას შეგიცვლიდათ
ეს ზუსტად ის მეგობარია, რომელიც გინდათ დის ხარისხში იხილოთ. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, რომ სისხლით ნათესავები იყოთ. უბრალოდ ძალიან გავხართ ერთმანეთს თვისებებით, ხასიათით, გულშემატკივრობთ ერთმანეთს, გიხარიათ ერთმანეთის, და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იცით!

მეგობარი, რომელთანაც რაღაც საერთო და მსგავსი გაქვთ
შესაძლოა ერთმანეთს ყოველ ზაფხულს ხვდებით, ან თქვენი შვილები ერთი და იმავე სპორტულ სექციას სტუმრობენ. ან ორივე ერთად ერთ სპორტულ კლუბში დადიხართ, ხანდახან სადილობთ ერთად. მოკლედ, რაღაც საერთო გაქვთ (ინტერესები, პრობლემები...). რა თქმა უნდა ასეთ ურთიერთობებს მჭიდროს ვერ დაარქმევთ, და ალბათ ყოველთვის ვერ იპოვით სასაუბრო თემას, გარდა საერთო ინტერესებისა. ასეთი ურთიერთობები ხანგრძლივი არ არის, მაგრამ აფართოვებს ნაცნობების წრეს.

მოსიარულე ენციკლოპედია ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 402 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ფსიქოლოგების მოსაზრებით, ქალთა შორის თანამშრომლობისას, განსაკუთრებით კი თანაბარ დონეზე, კონფლიქტები გარდაუვალია.
იმის გარკვევა, შეძლებთ თუ არ დაქალთან ბიზნეს ურთიერთობას საკმაოდ ადვილია. საკმარისია კარგად შეისწავლოთ საკუთარი ნატურა. რადგან თქვენზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება თქვენი საქმიანი ურთიერთობა.
თუ თქვენ დამთბობი ხართ
თქვენი დაქალი ამით კარგად ისარგებლებს. თქვენ ტანდემში ის უფრო ადრე გახდება ლიდერი, ვიდრე წარმოიდგენთ. თქვენ ვერ შეეკამათებით მას, ვერ დაიცავთ საკუთარ აზრს და სიმართლეს. ამჯობინებთ გაჩუმებას და ზედმეტ დავიდარაბას თავს აარიდებთ. პარტნიორებთან გადამწყვეტი იქნება მისი ხმა.

თუ თქვენ ყველაფრისთვის მზად ხართ
თქვენი დაქალი სიხარულით მეცხრე ცაზე იქნება. მთელ საერთო საქმეს თქვენ გადმოგაბარებთ. მოგიწევთ მთელი დღეები გაატაროთ სამსახურში. რუტინა ისე დაფარავს თქვენ აზრებს, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბებას და კონტაქტების დამყარებას ვეღარ შეძლებთ. სულ მალე გადაიქცევით ქაღალდის მონად.

თუ თქვენ შემოქმედებითი ხართ
შეგიძლიათ დაივიწყოთ ამ ქვეყნად ყველაფერი. თქვენი ნატურა საშუალებას არ მოგცემთ იაროთ წვეულებებზე, პაემანზე, თეატრსა და კინოში. დაქალი მცირედ მოგეხმარებათ, უბრალო ფორმალობისთვის. თქვენ ირბენთ საქმეზე, შეხვედრებზე. ის კი მშვიდად მიირთმევს ჩაის ამ დროს. მას გასაკეთებელი აღარაფერი აქვს, თქვენ ყველაფე... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 315 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ფაქტიურად ექიმები უძველესი დროიდან იყენებდნენ ფერთა თერაპიის ელემენტებს: ცისარტყელასა და სპექტრის დახმარებით კურნავდნენ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში, სპარსეთში. მაგალითად, ავადმყოფს სიშმაგის შეტევისას ათავსებდნენ ლურჯ ოთახში და ამით უხსნიდნენ მღელვარებას. ცნობილი ცელსი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდა შავ, მწვანე, წითელ ან თეთრ პლასტირებს, რაც დამოკიდებული იყო ჭრილობის ხასიათზე. ავიცენამ შეადგინა სპეციალური ატლასი, სადაც აღწერა ფერის, ადამიანის ტემპერამენტის და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულება. იგი ამტკიცებდა: დილის კაშკაშა სინათლე ხელს უწყობს საკვების ათვისებას; წითელი ფერი ოპტიმისტურ განწყობას და აძლიერებს სისხლის ნაკადს (იგი თავის ავადმყოფებს წითელ ქსოვილს აფარებდა); ყვითელი – კურნავს ღვიძლს, ამცირებს ტკივილს, ხსნის ანთებას.

ფაქტები და მითები
ძველ ადამიანებს ცოტა რამ ესმოდათ ფიზიკისა და სინათლის, და ჩვენც ფერის ზემოქმედებას მხოლოდ ინტუიციურად ვგრძნობთ. ადამიანებს არ უყვართ ყვითელი ყვავილების მიღება, უპირატესობას ანიჭებენ წითელ თეთრეულს და ქორწილში თეთრ კაბას. მათ სჯერათ, რომ ადამიანი, რომელსაც ვარდისფერი უყვარს, ინფანტილურია, ხოლო ცისფერთვალება ადამიანები უფრო წრფელები არიან.

როგორ მოქმედებს ფერი ფერი – ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღების სხვადასხვა სიგრძის ნაკრები. ხოლო ტალღის სიგრძე საზღვრავს მის ფერს.
ელექტრომაგნიტური ტალღები ურთიერთობაში შედიან ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურებთ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 400 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ხშირად ისე ხდება, რომ ლამაზი, ჭკვიანი, კარიერაში წინწასული ქალბატონები 30 წლისანი ხდებიან და ჯერაც არ გათხოვილან. რაც საკმაოდ საწყენია, რადგან ირგვლივ ყველანი დათხოვდნენ, შვილებიც ყავთ, ის კი გვიანობამდე რჩება სამსახურში. უკვე სამსახური კი არ უშლის ხელს გათხოვებაში, არამედ პირიქით ოჯახის უქონლობის გამო რჩება გვიანობამდე სამსახურში. გამოსავალი თითქოს არ ჩანს: არც შვილები, არც შესაფერისი მამაკაცი. . .

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქორწინებაში იყავით თუ არა, 30 წლის ზევით მამაკაცების სისუსტეებს უმალვე ხედავ. ამიტომაც ოჯახის შექმნა საკმაოდ რთულია. გულშემატკივარი მეგობრები და ნათესავებიც, რომელთაც უკვე შექმნეს ოჯახი დროულად, გაჩქარებენ, პარტნიორისადმი მოთხოვნების შემცირებას და არჩევანის გაკეთებას გთხოვენ.

ერთადერთი გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან თითქოს არის რჩეულის ნაკლზე თვალების დახუჭვა, ყველაფრის პატიება , რაციონალურად აზროვნება და ქორწინება, შემდეგ კი სასწრაფოდ ბავშვის გაჩენა, რადგან წლებთან ერთად ჯანმრთელობაც უარესდება.

ზოგჯერ სასოწარკვეთილი ქალები მიყვებიან შეუფერებელ მამაკაცს, აჩენენ ბავშვს და ცდილობენ ამით მიაჯაჭვონ იგი ოჯახს. ეს გამოსავალი ნამდვილად არ არის, მსგავსი ოჯახი საბოლოოდ მაინც ინგრევა, ან უკეთეს შემთხვევაში სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად დაიხარჯება უამრავი ენერგია.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ქორწინებისთვის აუცილებელი არ არის მგზნებარე სიყვარული. როცა გრძნობები დუღს, რჩეულის შეფასება ფხიზელი გონებით არ ხდება. ერთობლივი ცხოვრების 2-3 წლის შემდეგ რომანტიკა ქრება და რჩება ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 408 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 4.7/3

მრავალრიცხოვანმა ფსიქოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ადამიანი წარმატების ქვეშ სხვადასხვა მიღწევას გულისხმობს. დღეს ადამიანთა უმრავლესობა წარმატებად მიიჩნევს პირადი ცხოვრების მოწყობას და მატერიალურ კეთილდღეობას, კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებას და მაღალ ფინანსურ უზრუნველყოფას, გამართლებულ პროფესიულ კარიერას და სრულყოფილ ოჯახს, სხვებზე ძალაუფლების ქონას, სოციალურ და პოლიტიკურ სიტუაციაზე ზემოქმედებას, საწინააღმდეგო სქესთან წარმატებულ ურთიერთობას, საზღვარგარეთ მოგზაურობას და თანამედროვე სუბკულტურის სხვა ატრიბუტებს.

კითხვაზე : "რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში?" რესპოდენტები პირველ რიგში ასახელებენ დაბალ შემოსავლებს, საჭირო კავშირების უქონლობას, საცხოვრებელის არ არსებობას, არასათანადო სოციალურ წარმოშობას, განათლების არასაკმარის დონეს, საცხოვრებელ ადგილს, არაპრესტიჟულ პროფესიას და ა.შ. წარმატებულ ადამიანები კი ამის მიზეზად ასახელებენ საკუთარ შესაძლებლობებს, საკუთარ იღბალს და "ბედნიერ ვარსკვლავზე" დაბადებას, მშობლებს, მეგობრებს და ა.შ.

მამაკაცები მეგობრებს უფრო ხშირად ასახელებენ, ქალები კი მშობლებს, ხანდაზმულები - სახელმწიფოს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, გამართლებას - ახალგაზრდა გოგონები.

საკუთარ შესაძლებლობებს ეყრდნობიან ისინი, ვისაც სურს განათლების გაღრმავებას ან საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ამგვარი გამოკვლევების და ცნობილი ადამიანების რეკომენდაციების გამოყენებით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ძირითადი პრინციპები:

დაიმახსოვრეთ სახელები;
გამო... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 633 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

ხელმძღვანელის შიში მიეკუთვნება სოციალური ფობიების რიგს. ეს არის პანიკური შიში იმისა, რომ "ბოსი" უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ სხვების წინაშე. საბოლოოდ კი გეშინიათ მისი და სხვა ავტორიტეტული თანამშრომლების. განიცდით შიშს შესაძლო შეცდომების გამო და ამიტომ უარს ამბობთ წინ წაწევის მცდელობებზე, ან პროფესიონალური წინადადებით გამოსვლაზე. ასე რომ, ვიდრე სამსახურში წასვლის სურვილის არ ქონას მიაწერდეთ "ბოროტ" ხელმძღვანელს, კარგი იქნებოდა გაგეანალიზებინათ საკუთარი საქციელი და გაგეგოთ, ხომ არ მალავთ ამის უკან ჩავარდნისა და კრიტიკის შიშს?

შიშის პოლუსები:
შევთანხმდეთ თავიდანვე: შიში "ბოსის" წინაშე შეიძლება იყოს რაციონალური და ირაციონალური. რაციონალური (გამართლებული) შიში დაფუძნებულია რეალურ საშიშროებაზე, რომელიც ადამიანისაგან მოდის: იგი უყვირის უკლებლივ ყველას, გამუდმებით გაშინებთ გათავისუფლებით, შეურაცხყოფს ხელქვეითებს, ატერორებს მათ, ვინც არ უყვარს, შეიძლება ისროლოს ქაღალდები, ამცირებს კოლექტივის წევრებს სხვა წევრების თანდასწრებით, ხელქვეითების სამუშაოს შეფასებისას ამახინჯებს ფაქტებს და ა.შ.

რა თქმა უნდა თუ ასეთი ხელმძღვანელი გყავთ, ძნელია არ მიიღოთ ნერვული ტიკი და არ განიმსჭვალოთ ცხოველური შიშით. სულ სხვა საქმეა, თუ "შეფი" სულაც არ არის მონსტრის მსგავსი არსება: ადეკვატურად რეაგირებს სიძნელეებზე, რომლებიც მუშაობის დროს აღმოცენდება, არ ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი ყოვლისშემძლეობა, შეუძლია კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება, მზადაა დაეხმაროს ხელქვეითს, რომ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 322 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

 
რაც არ უნდა უცნაური იყოს, შური ამა თუ იმ დოზით ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს. ხვეულთმიანი გოგონა, რომელსაც ყოველ დილით ურჩი თმის დალაგება უჭირს, შენატრის თავის დაქალს, რომელსაც სწორი და დავარდნილი თმები აქვს. მძღოლს, რომელსაც ბორბალი გაუსკდა, შურს გვერდით მიმავალი მანქანების მძღოლების. მას, ვინც დაწინაურება ვერ მოახერხა, შურს კოლეგის, რომელიც დააწინაურეს. სტუდენტს, რომელსაც "ცუდი" ბილეთი შეხვდა, შურს ბედნიერის – "კარგი" ბილეთით. ვერ დაასახელებთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია შურის გრძნობა, თუ იგი ჩვილი არ არის.

განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგიერთ ადამიანს შური უფრო მეტად ახასიათებს, ვიდრე სხვებს. ვიღაცას ისე ხშირად შურს, რომ ეს სახეზე ემჩნევა, და მასთან შეუძლებელი და უსიამოვნი ხდება ურთიერთობა. ხოლო ზოგიერთი მოხერხებულად მალავს თავის შურს. საზოგადოება შურს არ ამართლებს. ეს მოშურნემაც იცის, მაგრამ ამ ორი რამის ცოდნით უფრო უჭირს ცხოვრება.

შავი და თეთრი შური
ზოგიერთი ადამიანისაგან გაიგებთ: "თეთრი შურით მშურს!" აქ რაღაც იმალება, ერთის მხრივ ადამიანი აღიარებს, რომ შურს, ხოლო მეორეს მხრივ ამბობს, რომ ამას, როგორღაც, "თეთრად" განიცდის. მაგრამ შური ხომ თავიდანვე ადამიანის ცოდვად ითვლება, და შეიძლება თუ არა, რომ იგი თეთრად გადაღებოთ და შურად არ ჩათვალოთ?

ამბობენ, რომ "თეთრი შური ხშირი ხმარებისაგან – შავდება". საკმაოდ ცხოვრებისეულად ჟღერს. და ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 507 | თარიღი: 27.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

ადამიანი სიყვარულს ეძებს. მეორე ადამიანთან შეხვედრისას თუ მის მიმართ ძლიერი გრძნობები გაუჩნდა, ფიქრობს, რომ უყვარს. თუ ეს ურთიერთობები მას ტკივილს აყენებს, იგი ფიქრობს, რომ სიყვარული - ტანჯვაა, თუ არა დაავადება. სინამდვილეში შესაძლებელია, რომ ურთიერთობები მტკივნეული იყოს, მაგრამ მსგავსი ურთიერთობა სიყვარული კი არა, უფრო - დამოკიდებული მდგომარეობაა.

დამოკიდებული მდგომარეობა ურთიერთობებში - ეს არის გამუდმებული კონცენტრაცია "საყვარელ ადამიანზე" და დამოკიდებული მდგომარეობა ამ ადამიანის მიმართ.

ასეთ მდგომარეობას მნიშვნელოვანწილად იწვევს ადამიანის ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა და ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. ანუ, არსობრივად - დამოკიდებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მთელი ცხოვრება ისაზღვრება ასეთი ურთიერთობებით. ასეთი ურთიერთობები კი მის ცხოვრებაზე არც თუ სასიკეთოდ აისახება. ისინი ადამიანს უფრო აუბედურებენ, ვიდრე აბედნიერებენ.

მარტოობისას არავინაა სრულიად ბედნიერი, ასეთი ადამიანი კი მით უმეტეს - იმედებსა და ბედნიერებას ისინი სხვა, შეყვარებულ ადამიანთან ურთიერთობებისაგან ელიან. მას იმედი აქვს, რომ ყველა მისი სულიერი ტანჯვა, თავდაუჯერებლობა საკუთარ თავში და ყველა მისი კომპლექსი სიყვარულით განიკურნება. პირველ ხანებში ეჩვენებათ, რომ ეს ასეც არის. მაგრამ ეს შეგრძნება დიდხანს არ გრძელდება. იწყება კონფლიქტები და გაუგებრობა, უკმაყოფილება "სიყვარულის საგნის" და საკუთარი თავის მიმართ. ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ უფრო მეტად იტანჯება, ვ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 442 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/3

ჯანმრთელი თვითკრიტიკულობა ყველასთვის აუცილებელია, რადგან იგი საშუალებას იძლევა, ადამიანმა სწორად შეაფასო თავისი საქციელი. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ საკუთარი "მეს" კრიტიკა დიდი ხანია გონივრულობის ჩარჩოებს გასცდა და უკვე ხელს გიშლით იყოთ ბედნიერი? ფსიქოლოგი აგიხსნით, თუ რატომ არ უნდა მიმართოთ თვითგვემას და როგორ დააღწიოთ თავი ამ მავნე ჩვევას.

ბევრი ადამიანი იტანჯება გამუდმებული თვითკრიტიკისაგან. ამასთან, აკრიტიკებენ რა საკუთარ თავს, ისინი ფიქრობენ, რომ კარგად იქცევიან, რომ ისინი ობიექტურები არიან საკუთარი თავის მიმართ , ხოლო თვითგვემა – სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის პასუხისმგებლობისა და პატიოსნების მაჩვენებელი. ანუ, ერთმანეთში ურევენ თვითკრიტიკულობასა და თვითგვემას. მაგრამ რაშია განსხვავება?

თვითკრიტიკა – ეს არის ცოდნა, რომ შეგეძლოთ საკუთარი თავის დანახვა გვერდიდან, საკუთარი შეცდომების აღიარება და შეძლებისდაგვარად გამოსწორება. თვითგვემა თვითკრიტიკისაგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანი იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას ჩადენილ მოქმედებებზე, არ ითვალისწინებს რა არც ვითარებას, არც თავის განწყობას – ანუ, იმყოფება არარეალობაში. მაგრამ რა არის ამის მიზეზი?

ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით აკრიტიკებენ საკუთარ თავს. საქმე იმაშია, რომ ყველა ამ პროცესს, რასაც ადამიანი თავის თავს უკეთებს, ოდესღაც მის მიმართ ვიღაც უკვე იყენებდა. ხშირად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბავშვობაში მის გვერდით იმყოფებოდნენ: მშობლები, ან ბებია და ბაბუა. ბავშვზე გარშემომყოფთა ზეგავლენა ძალიან დიდია. სახელდობრ ისინი დებენ ბავშვში იმ ხერ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | დათვალიერება: 420 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

« 1 2 3 »
Create a website for free
Copyright MyCorp © 2014