მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ალერგია
როგორც კოსმეტოლოგები აღნიშნავენ, სახის კანის პირველი მტერი თამბაქოა. მიუხედავად იმისა , რომ თითქოს ყველამ იცის მისი მავნებლობის შესახებ მწეველთა რიცხვი ქართველ გოგონებსა და ქალებს შორის ძალიან დიდია.
თამბაქოს თანდათანობითი შემპარავი ზემოქმედება სახის კანის მკვებავ სისხლძარღვებზე გამოუსწორებელ შედეგებს იძლევა. იგი "ჭამს" სახის კანს, უკარგავს მას ელასტიურობას, არღვევს მის კვებას, უცვლის ფერს. ქალებს, რომლებიც დიდი ხანია ეწევიან, სახეზე ნაცრისფერი გადაჰკრავთ, კანი მშრალია, ხოლო მასზე არსებული ბუსუსები გაუხეშებული. ამ დროს განვითარებული ცვლილებები შეუქცევადია. პროცესის შეჩერება შეიძლება, თუ მოწევას თავს დავანებებთ და მთელ რიგ რეაბილიტაციულ პროცედურებს ჩავატარებთ, მაგრამ პირვანდელი სახის კანის დაბრუნება შეუძლებელია.
კოსმეტოლოგები ურჩევენ ახალგაზრდა გოგონებს, სანამ პირველ სიგარეტს ხელში აიღებენ, კარგად გაიაზრონ, ღირს თუ არა, სილამაზე ნაადრევად ანაცვალონ მავნე სიამოვნებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ ცხოვრების თანამგზავრად გაიხადონ თამბაქო.
გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ასევე ახდენს გავლენას ჭარბი ალკოჰოლის მიღება, მზის აბაზანები (არის კანის ტიპი, რომელსაც მზის აბაზანები საერთოდ არ უხდება), სტრესის პირობებში ცხოვრება. მისი თავიდან აცილების საშუალებაა არსებული სიტუაციის სწორი შეფასება, ობიექტურობა, მოყვასის სიყვარული, უცხო ადამიანების პატივისცემა, სხვისი აზრის ანგარიშის გაწევა, სხვისი თანადგომისა და დახმარების სურვილი, ზოგჯერ საკუთარი სიამაყის დაძლევა.
სრულებით უსაფრთხო არც სუნამოა. სუნამოს უმეტე ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1609 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

რევმატიზმი ე.წ. ინფექციურ ალერგიულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი იწყება ინფექციასთან დაკავშირებით, შემდეგ კი დაავადება გრძელდება ორგანიზმის თავისებური მომატებული რეაქტიულობის გამო. რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია ორგანიზმში სტრეპტოკოკული ინფექციის კერის არსებობასთან, ჩვეულებრივ ეს არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება - ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც დროდადრო მწვავდება. ორგანიზმი გამოიმუშავდებს სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის სპეციფიურ ანტისეულებს. ზოგ შემთხვევაში ეს ანტისხეულები მოქმედებენ არა მარტო სტერპტოკოკებზე, არამედ ადამიანის საკუთარი ორგანიზმის ქსოცილებზეც, მათ დაზიანებას და ანთებას იწვევენ. თუ ეს მოხდა ვითარდება რევმატიზმი, რომელსაც ახასიათებს გაჭიანურებული მიმდინარეობა, გამწვავებებით. რევმატიზმის დროს ორგანიზმში ზიანდება უმეტესად შემაერტებელი ქსოვილისაგან შემდგარი ორგანოები: გულის სარქვლები, სახსრები და სხვა. ზიანდება აგრეთვე გულის კუნთი. ამგვარად გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება რევმატიზმის დროს.

რევმატიზმის პირველი შეტევა და  შემდგომი მისი გამწვავებები დაკავშირებულია ტონზილიტთან. რევმატიზმის პირველი შეტევე აღმოცენდება ტონზილიტის ერთ-ერთი გამწვავების 1-2-3 კვირის შემდეგ. შეიძლება იგი გამოიხატს სახსრების ანთებით - პოლიართრიტით. სახსრები ძლიერ მტკივნეულია შესიებული, შეწითლებული, მათი მოძრაობა შეზღუდულია. უფრო ხშირად რევმატიზმი აზიანებს გულს, რაც აღინიშნება სახსრების ანთებითი მოვლენების ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 2525 | თარიღი: 31.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ალერგიის მკუნალობისას ძირითადად გამოიყენება შემდეგი ჯგუფის მედიკამენტები:

  • ანტიჰისტამინური საშუალებები (ტავეგილი, სუპრასტინი, დიმედროლი, ფენკაროლი, დიაზოლინი და სხვ.) – ძირითადად გამოიყენება ალერგიული რინიტის, კონიუნქტივიტისა და ქავილით მიმდინარე კანის ალერგიების დროს. ისინი ამცირებენ ქავილისა და ლორწოვანი გარსების ალერგიით გამოწვეულ შეშუპებას. იხმარება ტაბლეტების, საინექციო ხსნარების და თვალის წვეთების სახით. ეს პრეპარატები იმდენად უხიფათო და ადვილად გამოსაყენებელია, რომ დღეს ისინი ალერგიის სამკურნალო საუკეთესო სიმპტომურ საშუალებებად ითვლება.
  • დეგრანულაციის საწინააღმდეგი საშუალებები (დინატრიუმის ქრომოგლიკატი ანუ ინტალი, ზადიტენი) - გამოიყენება ასთმის, რინიტის და კონიუნქტივიტის გამწავავების პროფილაქტიკისათვის. დინატრიუმის ქრომოგლიკატის პრეპარატები გამოიყენება როგორც თვალის და ცხვირის წვეთების სახით, ისე საინჰალაციოდ. ზადიტენი იხმარება ტაბლეტებისა და სიროფის სახით. ეს პრეპარატები მხოლოდ და მხოლოდ ალერგიის გამწვავების პროფილაქტიკას ახდენენ და, ამდენად, მათი მიღება მოსალოდნელი შეტევების დაწყებამდეა საჭირო, ხშირად ხანგრძლივად.
  • ასთმის მკურნალობაში ძალიან ფართოდ გამოიყენება ე.წ. ბრონქოდილატატორული საშუალებები, რომლებიც სუნთქვას აადვილებს. უმეტეს ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 3686 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 3.4/5

თუ თქვენ გაქვთ ალერგიული დაავადებების ნიშნები, თქვენ უნდა მიიღოთ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროთ ალერგოლოგიული გამოკვლევა ჭეშმარიტი დიაგნოზის დასადგენად. თითოეულ ალერგიულ დაავადებას აქვს საკუთარი გამოკვლევის გეგმა. სწორი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ და არა მხოლოდ ერთი ანალიზით.

  • დაავადების ისტორია - გამოკითხვისას ექიმი ყურადღებას ამახვილებს დაავადების დასაწყისზე, მისი განვითარების თავისებურებებზე, ცხოვრებისა და შრომის პირობებზე, მემკვიდრეობითობაზე;

  • ფიზიკალური გასინჯვა - აუსკულტაცია ბრონქული ასთმის შემთხვევაში მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდია

  • გარეგანი სუნთქვის გამოკვლევა - აუცილებელია ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისათვის, რომლის დროსაც რეგისტრირდება ძირითადად სუნთქვის დარღვევის ობსტრუქციული ტიპი. დაავადების რემისიის დროს დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ბრონქოპროვოკაციული ტესტების გამოყენებით (აცეტილქოლინით, კარბაქოლინით, ჰისტამინით, პროპრანოლოლით, სხვადასხვა ალერგენებით), რომლებიც გამოავლენს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას.

    ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1715 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ფსევდოალერგიულ რეაქციებს, განსხვავებით "ჭეშმარიტი" კვებითი ალერგიისაგან, საფუძვლად უდევს არაიმუნოლოგიური მექანიზმები. ეს ფსევდოალერგიული რეაქციები გამოწვეულია ჰისტამინის შემცველი საკვებით, ან ორგანიზმის ქიმიური რეაქციების შედეგად ჰისტამინის გამოთავისუფლებით (მაგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მყოფი ბაქტერიების მიერ).

მათი სიმპტომები შეიძლება ისეთივე იყოს, როგორც "ჭეშმარიტი" კვებითი ალერგიის დროს. მაგ., ზოგიერთი თევზის კონსერვი შეიძლება დიდი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავდეს და გამოიწვიოს მოწამვლა ზუსტად ისეთივე სიმპტომებით, როგორც ალერგიულ რეაქციას ახასიათებს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ თევზის მიმართ "ალერგიული" ხართ.

ფსევდოალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია ზოგიერთ სხვა პროდუქტსაც: მაგ. საკვების ქიმიურ დანამატებს (საღებავი, კონსერვანტები, არომატის გამაძლიერებელი ნივთიერებები), რომლებიც კვების მრეწველობაში გამოიყენება. ესენია:

კონსერვანტები:

კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1677 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ანაფილაქსიური შოკი ალერგიული რეაქციის ყველაზე სახიფათო და არასასურველი ვარიანტია. ეს არის კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს მწვავე სისტემურ ალერგიულ რეაქციას (მოიცავს მთელს ორგანიზმს) და ვითარდება იმ ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, რომლის მიმართაც ადამიანი წინასწარ იყო სენსიბილიზებული. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ანაფილაქსიის დროს სივდილობა გვხვდება 0,4 შემთხვევაში 1მლნ მოსახლეზე წელიწადში.

ანაფილაქსიის დროს ცვლილებები ვითარდება სხვადასხვა ორგანოებში - კანში, ზედა და ქვედა სასუნთქ გზებში, გულ-სისხლძარღვათა სისტემის ორგანოებში, თვალში, საშვილოსნოსა და შარდის ბუშტში. შესაბამისად, ანაფილაქსიის სიმპტომებია: შფოთვა, კანის ქავილი, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ცემინება, ხველება, გამონაყარი კანზე, ტუჩებისა და სახსრების მიდამოს შეშუპება, თვალების შესივება და ქავილი, ხმის შეცვლა-ჩახლეჩა, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ტკივილი გულმკერდში, მოხრჩობის გრძნობა, სიმხურვალისა და ალების შეგრძნება, ნაწლავური კოლიკა, საშვილოსნოს სპაზმი და მოშარდვის სურვილი, შესუსტებული სუნთქვა, დაბალი არტერიული წნევა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.

ანაფილაქსიის გამოწვევა შეუძლია ბევრ ნივთიერებას. ანაფილაქსიური შოკის ხშირ მიზეზ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 2057 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

მწერები, რომელთა ნაკბენებსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა, უმეტესად ეკუთვნიან სიფრიფანაფრთიანთა რიგს (Hymenoptera). ესენია უმეტესად ფუტკრები და კრაზანები. ფუტკრები მხოლოდ მაშინ იკბინებიან, თუ მათ ბუდეს რაიმე დაემუქრა. ამდენად, ისინი "ბუნებით აგრესიულნი" არ არიან. ფუტკრის ნესტარი დაკბილულია და კანში ჩასობის შემდეგ მისი ამოღება შეუძლებელია. როცა კბენის შემდეგ ფუტკარი ცდილობს ნესტარის ამოღებას, მისი ნესტარი, შხამის ჯირკვალი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილი წყდება სხეულს და ფუტკარი კვდება. მათგან გასხვავებით, კრაზანები ბუნებით აგრესიულნი არიან, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა საკვები შემოაკლდებათ. თანაც, ერთ კრაზანას მრავალჯერ შეუძლია დანესტვრა, რადგან კრაზანის ნესტარი გლუვია და კბენის შემდეგ მისი ამოღება ადვილია.

როგორ დავიცვათ თავი მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგიისაგან?

ფუტკრის ან კრაზანის შხამისადმი ალერგიულმა ადამიანებმა სიფრთხილის შემდეგ ზომებს უნდა მიმართონ:

  • არ დაანებოთ ბავშვებს ხის ძირას ან კუნძებთან თამაში, რაგდან იქ ხშირად იცის კრაზანის ბუდეები
  • არ იაროთ ფეხშიშველამ ბალახზე, რადგან ფუტკრები შეიძლება ბალახში, წვრილ ყვავილებზე ისხდნენ, გარდა ამისა, ზოგჯერ მათი ბუდეები მიწაზეა მოწყობილი
  • ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1627 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

      • ალერგენთან კონტაქტის შემდეგ სასწრაფოდ მოიბანეთ კანი საპნით;

      • გამღიზიანებელთან განმეორებითი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით გარეცხეთ ტანსაცმელი და საგნები;

      • ქავილის შესამცირებლად მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;

      • ანთების შესამცირებლად, ასევე ბუშტუკების დახეთქვისას გამოიყენეთ სველი ცივი კომპრესი (60მლ ღვინის სპირტი 1ლ წყალზე);

      • ადგილობრივად, შესაძლებელია, ქავილის შესამცირებელი ლოსიონის გამოყენება;

      • შესაძლებელია გლუკოკორტიკოიდების გამოყენება: მსუბუქი რეაქციის შემთხვევაში - მზა სტეროიდული კრემები, გამოხატული რეაქციის შემთხვევაში, ექიმთან შეთანხმებით, მაღალაქტიური კრემები, ასევე სისტემური სტეროიდები (ტაბლეტები, ინექციები);

      • ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 1427 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ალერგიული დერმატოზები - ეს არის კანის ალერგიული დაავადებები, რომლებიც ვითარდება დაბალმოლეკულური ნივთიერებების, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების, სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების, ლატექსის ალერგენების, მეტალების, საკვები პროდუქტების, აერო- და სხვა ალერგენების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კანზე უშუალო ზემოქმედების გზით, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან ინექციის საშუალებით.

ალერგიული დერმატოზებისათვის დამახასიათებელია კანის ქავილი და შეწითლება, კანზე გამონაყარი ჭინჭრის ციების (შეშუპება, ბუშტუკები) ან ეგზემის (აქერცვლა, სიმშრალე, კანის სურათის შეცვლა) ტიპით. კანის მხრივ გამოვლინებების გარდა, საკვებ ნივთიერებებზე და მედიკამენტებზე ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ასევე სიმპტომებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ - ენისა და ტუჩების შეშუპებით, გულისრევით, პირღებინებით, მუცელში სპასტიური ტკივილებით, დიარეით.

ყველაზე გავრცელებული ალერგოდემატოზებია - ატოპიური დერმატიტი (ექსუდაციური დიათეზი, ნეიროდერმიტი), ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი.

კონტაქტური დერმატიტი ეს არის კანის რეაქცია ზოგიერთი განსაზღვრული გამაღიზიანე ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 2078 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

რა არის ალერგია?

ალერგია - ეს არის “არანორმალური”, მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოდ არიან მიჩნეულნი და მათთან კონტაქტი სხვა ადამიანების მიერ, ჩვეულებრივ, ნორმალურად გადაიტანება.

ალერგია გამოვლინდება ალერგიული დაავადების სიმპტომების სახით. ალერგია ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ალერგიის ანუ სასუნთქი გზების ალერგიის, ალერგიული დერმატოზების, ალერგიული ენტეროპათიისა და ანაფილაქსიური შოკის სახით.

დღეს ალერგიით დაავადებულია ყოველი მესამე ადამიანი. ალერგიით დაავადებების შემთხვევები და მისი სიმძიმე განუხრელად იზრდება მთელს მსოფლიოში.



ალერგიის ძირითადი სიმპტომები

კატეგორია: ალერგია | დათვალიერება: 2480 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 3.0/3

1 2 »
Copyright MyCorp © 2024