მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » სასუნთქი სისტემის დაავადებები

სუნთქვის უკმარისობა _ ეს არის არასათანადო რაოდენობით ჟანგბადის მიწოდება ორგანიზმისათვის. იგი შეიძლება განვითარდეს: სასუნთქი გზების ობსტრუქციის  (უცხო სხეულით ან წყალში დახრჩობისას), ფილტვებში აირთა ნორმალური ცვლის მოშლის (კვამლის შესუნთქვისას), სხვადასხვა მდგომარეობების გამო ფილტვების ფუნქციის დარღვევის (მაგ. გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობის არსებობისას და აქედან გამომდინარე ფილტვის შეჭმუხვნისას) დროს. სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების (მაგ. ბრონქული ასთმის დროს), სტრესული მდგომარეობის (ჰიპერვენტილაციური სინდრომი) ან სხვადასხვა ინფექციური დაავადებების (მაგ. კრუპი) დროს სუნთქვის პროცესის დარღვევის გამო.

სუნთქვის უკმარისობის განვითარების დროს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია) იწვევს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარებას, ამიტომ აუცილებელია პირველი დახმარების დროულად გაწევა.

 

ჰიპოქსიის ნიშნებია:

·         სუნთქვის გახშირება, მისი სიღრმისა და რიტმის შეცვლით;

·         აგზნებადობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, უგონო მდგომარეობა (ტვინის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის გამო); ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 3197 | თარიღი: 26.02.2009 | რეიტინგი: 2.9/15

ფილტვების ანთებას ანუ პნევმონიას იწვევს პნევმოკოკი, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, და სხვა მიკრობები, ზოგჯერ გრიპის და სხვა ვირუსი. მისი მიზეზი შეიძლება იყოს შხამიანი, გამღიზიანებელი ნივთიერების შესუნთქვა, ფილტვებში უცხო სხეულის მოხვედრა. ფილტვების ანთება ზოგჯერ პირველადი დაავადებაა და ამ შემთხვევაში ავად ხდება მანამდე სრულიად ჯანმრთელი ადამიანი. გარდა ამისა ფილტვების ანთება ხშირად ვითარდება რაიმე სნეულებით უკვე დასუსტებული ადამიანის ორგანიზმში. ასეთი წინამორბედი დაავადება შეიძლება იყოს ათეროსკლეროზი, გულის კუნთის ინფარქტი და გულის მანკი სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მოვლენებით, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, სიმსუქნე, ინფექციური დაავადებები (მუცლის ტიფი, პარატიფი, გრიპი და სხვა). ზოგჯერ ფილტვების ანთება თავს იჩენს სხეულის ტრამვული დაზიანების ფონზე ან ართულებს ქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდს.

მკვეთრად გამოხატულ მწვავე მოვლენებს იძლევა ფილტვების კრუპოზული ანთება, რომელსაც იწვევს პნევმოკოკი, და როდესაც ანთება ფილტვის წილს მთლიანად მოიცავს. ავადმყოფს შეამცივნებს და მაღალ სიცხეს აძლევს 39-40-მდე, აქვს ჭვალი გვერდში, სუნთქვა გახშირებული და გაძნელებულია, სახე წამოწითლებული, ტუჩებზე შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს, გამოიყოფა ჟანგისფერი ნახველი. ეს დაავადება კაგად ემორჩილება სწორ ანტიბიოტიკო და გამაძლიერებელ თერაპიას.  იმ შემთხვევაში თუ მკურნალობა დროზე არ დაიწყო მოსალოდნელია სერიოზული გართულებები, როგორიცაა ფილტვის დაჩირქება, ჩირქოვანი პლევრიტი, გულ-სისხლძარღვთა ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 4237 | თარიღი: 31.01.2009 | რეიტინგი: 4.0/3

ბრონქიტი სასუნთქი გზების (ბრონქების) ანთებითი დაავადებაა. არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. მწვავე ბრონქიტი ვითარდება გრიპის, ადენოვირუსული ინფექციის, ყივანახველას, წითელას, დიფტერიის ფონზე. ამ დროს ლორწოვანში შეძლება გამრავლდეს ბაქტერიები, როგორიცაა სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი  ინფლუენცის ჩხირი, პნევმოკოკი და სხვა. ხშირად ბრონქიტი ალერგიული წარმოშობისაა. იგი შეიძლება მოჰყვეს გამღიზიანებელი ნივითიერების, მტვერის აეროზოლისა და ორთქლის შესუნთქვას. ბრონქიტის აღმოცენებას ხელს უწყობს გაცივება, ცივი და ნესტიანი ჰაერის შესუნთქვა, ამიტომ იგი უფრო ხშირია ნესტიან და ცივ სეზონზე, შემოდგომით და გაზაფხულზე ამინდის გარდატეხის პერიოდში. ბრონქიტით ხშირად და გახანგრძლივებულად ავადმყოფობენ სხვა ქრონიული დაავადებებით დასუსტებული პირები.

დაავადების ძირითადი ნიშანია ხველა, რომელიც დასაწყისში მშრალი ხასიათისაა, ერთი-ორი დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, მონაცრისფრო მოყვითალო ნახველის გამოყოფა. ხშირად ბრონქიტს თან ახლავს სურდო. ავადმყოფს აწუხებს ფხაჭნის გრძნობა, ზოგჯერ კი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, შებოჭვის გრძნობა გულმკერდში. ძლიერი ხველისგან ტკივილი შეიძლება დაეწყოს ფერდებში ან მუცლის ზედა ნაწილის კუნთების არეში. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს.

ალერგიული ბრონქიტის დროს ძლიერი სპაზმის გამო შეიძლება განვითარდეს ქოშინი ამოსუნთქვის გაძნელებით.

... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 2459 | თარიღი: 31.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ბავშვებზე სპეციალური ალერგენის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს ასთმის განვითარებას. ასთმის განვითარების რისკი მკვეთრად მცირდება, თუ ჩამოთვლილი ალერგენების მიმართ გავატარებით აუცილებელ ღონისძიებებს. არსებობს სახლში ასთმის გამომწვევი ალერგენების შემცირების შემდეგი მეთოდები, კერძოდ:

  • თქვენ შეგიძლიათ ბავშვებს თავიდან ააცილოთ ბრონქული ასთმის შეტევა, თუ აარიდებთ მათ ამ დაავადებების მაპროვოცირებელ ფაქტორებს (ალერგენებს), როგორიცაა: საყოფაცხოვრებო მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, თამბაქოს ბოლი, ყვავილის მტვერი;
  • ოთახის მტვერი შესაძლოა ეფექტურად ვაკონტროლოთ ლეიბებისა და ბალიშების მკვრივი შალითით შეფუთვით, თეთრეულის ყოველკვირეული რეცხვით, ხალიჩების აღებით, ჰაერის ხშირი განიავებით;
  • ეცადეთ, ბავშვს ჰქონდეს ბუნებრივი ქსოვილის თეთრეული. გამოიყენეთ ბამბის ან ბამბაზიის თეთრეული;
  • ეცადეთ, ბავშვის ბალიში და საბანი არ იყოს ბუმბულის ან მატყლის;
  • აიღეთ ხალიჩები და ლინოლეუმი და ხის იატაკი ხშირად გაწმინდეთ სველი წესით;
  • რბილი ავეჯის გადასაფარებლად გამოიყენეთ რეცხვადი, ბუნებრივი ქსოვილის შალითა;
  • < ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 1535 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ბრონქული ასთმის პროფილაქტიკის ეფექტურობას განაპირობებს გამომწვევი მიზეზის სწორად განსაზღვრა. ეს მიზეზები კი საკმაოდ მრავალფეროვანია:

  1. თანდაყოლილი ფაქტორები:
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • სასუნთქი გზების ჰიპერსენსიბილიზაცია;
  1. ალერგენები, რომელთა ჩასუნთქვა ხდება როგორც ოთახში, ასევე ოთახის გარეთ (ცხოველების ბეწვი, ყვავილის მტვერი, ოთახის მტვერი, ოთახის მტვერის ტკიპა, ობი, ტარაკანის ანტიგენი);
  2. მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ სასუნთქი გზების სენსიბილიზება და იწვევენ რესპირატორული ალერგიის ან ასთმის დაწყებას (თამბაქო, დაბინძურებული ჰაერი, ვირუსული რესპირატორული ინფექცია და სხვ.);

 

       გამშვები მექანიზმის როლს თამაშობს:

  • მიზეზობრივი ფაქტორის დამატებითი ზემოქმედება;
  • ცივი ჰაერის, გამაღიზიანებელი გაზის, ამინდის ცვალებად ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 1556 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.0/2

სუნთქვის გაძნელება მცირეწლოვან ბავშვებში ხშირად გამოწვეულია კრუპის შეტევით, რომლის მიზეზიც არის ანთებითი პროცესი სასუნთქ გზებში. კრუპის შეტევა ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ პირველი დახმარების დროული გაწევისას იგი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის შემდგომ ჯანმრთელობაზე. კრუპის შეტევა უფრო ხშირად იწყება ღამით, შესაძლებლია ის რამდენჯერმე განმეორდეს.

 

კრუპის შეტევის დამახასიათებელი ნიშნებია:

·  მცირეწლოვანი ბავშვის გაძნელებული სუნთქვა;

·  ხმაურიანი გაძნელებული ჩასუნთქვა;

·  მყეფავი ხასიათის ხველა;

·  მორუხო-მოლურჯო ფერის კანი;

·  მძიმე შემთხვევებში დამატებითი კუნთების მონაწილეობა

          სუნთქვაში;

 

პირველი დახმარება კრუპის შეტევის დროს:

1.  დასვით  და გაამხნევეთ ბავშვი;

... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 1919 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

Copyright MyCorp © 2024