მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
 - გულის რიტმის დარღვევას არიტმიას უწოდებენ. არითმიისას ირღვევა გულის შეკუმშვათა სიხშირე, ძალა და თანამიმდევრობა. არიტმიის მიზეზი გულის კუნთის გამტარი სისტემის ფუნქციური ან ანატომიური ცვლილებებია. ზოგადად გულის კუნთის ავტომატურად შეკუმშვის უზრუნველყოფა ხდება წინაგულში მდებარე ელექტროაქტიურ უბანში ე.წ. სინუსურ კვანძში წარმოქმნილი იმპულსით, რომელიც გულის გამტარი სისტემით ვრცელდება გულის კუნთის ყველა უბნისაკენ და იწვევს გულის შეკუმშვას. როცა ამ იმპულსის წარმოქმნის ან გავრცელების პროცესი რაიმე მიზეზით ირღვევა, სწორედ მაშინ ხდება გულის რიტმის დარღვევაც. იმპულსის წარმოქმნის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს გულის კუნთშიც (გულის კუნთის ორგანული პათოლოგიების დროს) და მის გარეთაც (ენდოკრინული დაავადებების, ნერვული პათოლოგიების დროს). 
ყველაზე ხშირია ე.წ. სინუსური არიტმიები: სინუსური ტაქიკარდია, სინუსური ბრადიკარდია და პაროქსიზმული ტაქიკარდია. არცთუ იშვიათად გვხვდება ექსტრასისტოლური არიტმია (გულის ნაადრევი შეკუმშვა ნაადრევადვი განვითარებული იმპულსის საპასუხოდ), მოციმციმე არიტმია (მას ახასიათებს წინაგულების ფიბრილაცია და პარკუჭების უწესრიგო შეკუმშვა). არიტმიის თითოეული ფორმის დროს მისი გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდები განსხვავებულია.
კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 2401 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 5.0/2

სტენოკარდიის საფუძველია გულის მკვებავ გვირგვინოვან არტერიებში სისხლის ნაკადის ხანმოკლე უკმარისობა, რის შედეგადაც გულის კუნთი ჟანგბადის  მწვავე უკმარისობას განიცდის. ეს პროცესი შექცევადია და შეტევის ჩამთავრების შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება. არსებობს დაავადების ორი ძირითადი ფორმა: დატვირთვის სტენოკარდია და მოსვენების სტენოკარდია.

დატვირთვის სტენოკარდია არის დაავადების უფრო ხშირი გამოვლინების ფორმა. მის არსს თვით სახელწოდება ასახავს. შეტევა იწყება ფიზიკური დატვირთვის ან ემოციურ აღელვებასთან დაკავშირებით. მაგალითად სწრაფი სიარულის, ცივ ჰაერზე გასვილის, კიბეზე ასვლის, რაიმე მუშაობის შესრულების დროს ადამიანი გრძნობს მწვავე მოჭერითი ხასიათის ტკივილს გულმკერდში, მკერდის ძვლის უკან, შედარებით უფრო იშვიათად გულის არეში. ტკივილი ვრცელდება ზევით და მარცხნივ, ყელის, ქვედა ყბის მიმართულებით, ზოგჯერ ბეჭებში, მარცხენა მხარში, წინამხარში. ტკივილის გამო ადამიანი იძულებულია შეჩერდეს შეწყვიტოს მუშაობა, ჩამოჯდეს, კედელს მიეყრდნოს. 2-5 წუთის შემდეგ ტკივილი წყნარდება და ადამიანს შეუძლია განაგრძოს საქმიანობა. სწრაფ შედეგს იძლევა ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის ტაბლეტის ჩადება, თბილ ოთახში შესვალ.

მეორე ფორმაა ე.წ. მოსვენების ანუ არასტაბილური სტენოკარდია. ამ დროს შეტევები კანონზომიერად არ არის დაკავშირებული რაიმე თვალსაჩინო მიზეზთან, ზოგჯერ კი ღამეც აღმოცენდება და შედარებით უფრო ხანგრძლივიცაა. სტენოკარდიის ეს ფორმა განსაკუთრებულ ყ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 3603 | თარიღი: 31.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ჰიპერტონია - არტერიული წნევის მომატება. ამ ქრონიკულ დაავადებას იწვევს არასწორი კვება, უმოძრაობა, ალკოჰოლი, სიგარეტი, სტრესები, ნერვული დაძაბულობა.

ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანმა აუცილებელია დაიცვას დიეტა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი (ქოლესტერინით მდიდარი), მლაშე, ტკბილი საკვები. ახალი პური უნდა შეიცვალოს ბრინჯითა და ორცხობილათი. იკრძალება აგრეთვე ღორის, ცხვრის ხორცი, ძროხის მსუქანი ხორცი, ქათმის ხორცის კანი და სხვა.
სასარგებლოა: ხაჭო, რძე, კვერცხის ცილა, კომბოსტო და სხვა.
კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 1725 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0

არტერიული ჰიპერტენზია – სისხლის არტერიული წნევის მომატება – მთელ მსოფლიოში 1 მილიარდამდე ადამიანს აღენიშნება. ავადმყოფობით გამოწვეული გლობალური ხარჯის 4.5% სწორედ ამ დაავადებაზე მოდის.
ჰიპერტენზიით ავადობა არც საქართველოშია იშვიათი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება სოფელ დიღმის პოლიკლინიკის მთავარი ექიმი ინგურ წიკლაური.
არტერიული ჰიპერტენზია არტერიული წნევის ისეთი მომატებაა, როდესაც სისტოლური წნევა აღემატება 140 მმ.ვწყ.სვ-ს, ხოლო დიასტოლური – 90-ს. ჰიპერტენზიის რისკფაქტორებია ხშირი სტრესი, სიმსუქნე, ალკოჰოლის ხშირი მიღება, თამბაქოს წევა, დაბალი ფიზიკური აქტივობა, დისლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, ასაკი (ქალებისთვის – 65 წლამდე, მამაკაცებისთვის – 55 წლამდე).
ჰიპერტენზიის მთავარი ნიშნებია თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულის ფრიალი, თვალებში ზეწოლა, კისრის დაჭიმულობა, უძილობა, აგზნებადობა. კრიზული მიმდინარეობისას ამას შეიძლება დაერთოს გულისრევა, პირღებინება, ცნობიერების ნაწილობრივი დაბინდვა ან გათიშვა, წონასწორობის დარღვევა, რის გამოც ადამიანი ეცემა ან ჯდება.
ჰიპერტენზიის დაფიქსირება ყოველთვის არ არის იოლი – მანომეტრები, რომლებსაც ამჟამად ვიყენებთ, ცთომილებას გვაძლევს (ამერიკის, ევროპის ასოციაციები ხმარებიდან მის ამოღებას დიდი ხანია ითხოვენ, მაგრამ ადვილი მოსახმარია და ვერ ველევით). გაცილებით სანდოა რივა-როჩის სფიგმომანომეტრი, ვერცხლისწყლიანი აპარატები.
არსებობს ე.წ. თეთრი ხალათის ჰიპერტენზია – ადამიანს ექიმთან ვიზიტის დროს წნევა 150-170 მმ-მდე უწევს, სხვა დროს კი ნორმაში აქვს (სხვათა შორის, ასეთი რამ უმეტესად ქალებს ე ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 2749 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 3.0/1

გულის კუნთის ინფარქტი გულისხმობს ამ ორგანოში კუნთოვანი კვდომის კერების გაჩენას. ეს პროცესი უშუალოდ დაკავშირებულია სისხლის ნაკადის მკვეთრ შემცირებასთან ან სრულ შეწყვეტასთან, რაც ხდება ათეროსკელროზული დანალექებით გვირგვინოვანი სისხლძარღვების მკვეთრი შევიწროების გამო. ზოგიერთ შემთხვევაში ამ შევიწროების ადგილზე სისხლი შედედდება, ე.ი. ჩნდება თრომბი და მთლიანად წყდება გუკის კუნთის შესაბამისი უბნის სისხლით მომარაგება. ფიქრობენ, რომ გარკვეული მნიშვნელობ აქვს გვირგვინოვანი არტერიების ძლიერ და ხანგრძლივ  შეკუმშვას (სპაზმს), რაც ნერვული მოშლილობის შედეგია.

გულის კუნთის ინფარქტის რისკ ფაქტორები იგივეა, რაც ათეროსკლეროზისა და სტენოკარდიის, რაზედაც ზემოთ უკვე იყო ლაპარაკი. ამიტომაა, რომ გულის ინფარქტი ზოგჯერ აღმოცენდება სტენოკარდიის წინამორბედი შეტევის შემდეგ. ამავე დროს საყურადღებოა, რომ გულის ინფარქტი ზოგჯერ ვითარდება უეცრად, რაიმე ავადმყოფური მოვლენების გარეშე. ავად ხდებიან უმეტესად 40-60 და მეტი ხნის ადამიანები, თუმცა უნდა აღინიშნოს ბოლო ხანებში ინფარქტის ასაკის გაახალგაზრდავების ტენდენცია.

გულის ინფარქტი ისეთივე მოვლენებით იწყება, როგორც სტენოკარდია. ავადმყოფს აქვს ძლიერი და მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან და მარცხნივ. ტკივილი ვრცელდება მარცხენა ბეჭში, მხარში, წინამხარში, ყელში, ქვედა ყბასი, ზოგჯერ მარჯვნივაც, მუცლისაკენ და სხეულის სხვა ნაწილებში. სტენოკარდიისაგან განსხვავებით ტკივილი ხამნგრძლივია ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 3580 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 0.0/0


ათეროსკლეროზი ვითარდება არტერიებში ავადმყოფური ცვლილებების შედეგად. მათ შიგა ამომფენ გარსში (ინტიმაში) ილექება ცხიმისმაგვარი ნივთიერება-ქოლესტერინი. შემდეგ ქოლესტერინის ნალექში ჩაიზრდება შემაერთებელი ასოვილი, ზოგჯერ კი კალციუმის მარილებიც ლაგდება. ასეთი წარმონაქმნი ე.წ ფოლაქი ანუ ათერომა, ავიწროებს არტერიის სანათურს და აბრკოლებს სისხლის მიმოქცევას. შედეგად მცირდება სისხლის მიწოდება გარკვეული ორგანოებისკენ, ქსოვილებისკენ. მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს ამ ადგილას სისხლის შედედებული ნაწილაკის - თრომბის გაჩენა. სისხლის მიწოდების შემცირებისა და მით უფრო სრული შეწყვეტის შედეგად ვითარდება მძიმე შედეგები ორგანოს შესაბამის უბანში და შეიძლება მოხდეს მისი ქსოვილების დაღუპვა -ინფარქტი, ან კიდურის კვდომა - განგრენა.

ათეროსკლეროზის აღმოცენება მარტო ერთ მიზეზთან არა დაკავშირებული. საყოველთაოდაა აღიარებული ამ დაავადების კავშირი სხვადახვა რისკის ფაქტორებთან, ე.ი. იმ პირობებთან, რომლებიც გარკვეულად ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის განვითარებას და მძიმე მიმდინარეობას. ზოგი მათგანი გარემოს პირობებთან არის დაკავშირებული, ზოგი კი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებთან. რისკ ფაქტორები ბევრია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ შორის რამდენიმეს აქვს. ესენია: ფსიქო-ემოციური გადაძაბვა, უძრავი ცხოვრება, ჭარბი კვება ცხოველური წარმოშობის ცხიმებით (რომელთა შემადგენლობაში შედის გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები), რაფინირებული ე.ი. გაწმენდილი ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 2963 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.0/3

ტკივილი გულის არეში - რაზე მეტყველებს ის?

გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ანუ გულის არეში აღმოცენებული ტკივილი სასწრაფო დახმარების გამოძახების ყველაზე ხშირი მიზეზია. ტკივილი გულის არეში, წარმოშობის მიზეზების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა:
  • ანგინოზური ტკივილი, რომელიც ვითარდება გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა სტადიების დროს. მას იწვევს მიოკარდიუმის განსაზღვრულ უბნებში სისხლის მიდინების შემცირება (სტენოკარდია, ინფარქტი),
  • ტკივილი გულის არეში, გამოწვეული გულის ანთებითი დაავადებებით, გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით ან ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიით,
  • არაკარდიული პათოლოგიით გამოწვეული ტკივილები.

როგორ განვასხვავოთ, ტკივილი გულის პათოლოგიით არის გამოწვეული თუ არა?

თუ ტკივილი გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდია, ინფარქტი) გამოვლინებაა, ასეთი ტკივილებისათვის დამახასიათებელია ტკივილის აღმოცენება ან გაძლიერება სიარულის, ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 2900 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

პათოლოგიური ცვლილებები, რომელიც გულსა და სისხლძარღვებს აზიანებს კარდიოვასკულარული დაავადებების სახელით არის ცნობილი. ეს პათოლოგიები იყოფა გულის და სისხლძარღვების დაავადებებად. გულის დაავადება მოქმედებს გულზე და იმ სისხლძარღვებზე, რომელიც გულის კუნთს კვებავს. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება აზიანებს ხელის, ფეხის და სხეულის(გარდა იმისა რომელიც გულს კვებავს) სისხლძარღვებს. დარღვევები, რომელიც აზიანებს იმ სისხლძარღვებს, რომელიც ტვინს კვებავს ცნობილია ცერებროვასკულარული პათოლოგიების სახელით. ინსულტი ამის ერთ-ერთი მაგალიათია.

ს ი მ პ ტ ო მ ე ბ ი

ერთი რომელიმე სიმპტომი განცალკევებულად არ განსაზღვრავს გულის ( კარდიალურ ) დაავადებას. ორი ან სამი სიმპტომი იძლევა შესაძლებლობას ეჭვი მივიტანოთ კარდიალურ დაავადებაზე, რამდენიმე სიმპტომი კი საშუალებას იძლევა დაისვას დიაგნოზი.

ექიმი შეიცნობს სიმპტობემს ავადმყოფის გამოკითხვის და გასინჯვის შემდეგ. ხშირად დიაგნოსტიკური პროცედურები ტარდება იმისათვის, რომ დაისვას დიაგნოზი. თუმცა გულის დაავადება არ იძლევა არანაირ სიმპტომებს, თუნდაც სერიოზული იყოს, სანამ არ მიაღწევს ძალიან გვიან სტადიას. რეგულარულმა ვიზიტებმა ექიმთან სხვა ავადმყოფობების გამო შეიძლება "ფარდა ახადოს" ჩუმად მიმდინარე გულის დაავადებასაც.

გულის დაავადების სიმპტომები ბევრია. მათ შორის სხვადასხვა სახის ტკივილები, ქოშინი, დაღლილობა, გულის რიტმის დარღვევა ( აჩქარების, შენელების და სხვა არითმიული გულ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | დათვალიერება: 2672 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 4.0/6

Copyright MyCorp © 2024