მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » დეპრესია, ნერვოზი

ეს სენი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სხვა ნაირსახეობათაგან განსხვავებით, ძნელად თუ ჩაითვლება ჩვენს ეროვნულ პრობლემად ან ჯანსაღი ცხოვრების მტრად. ან, კაცმა რომ თქვას, სად არის გასაფლანგავი ფული ამ გაგანია მსოფლიო კრიზისის დროს?! ის მაინც მოგვახერხებინა, საახალწლო სუფრა გოგია უიშვილისას (სანამ ჩაფრები სახლს გაუცლიდნენ) დავამსგავსოთ. მაღაზიების ათასფრად აფერადებული ვიტრინები და მაცდური წარწერა “Sale” ხომ სულ სხვა სამყაროდანაა... და მაინც, უკვე ჩვენშიც იკიდებს ფეხს საახალწლო ყიდვა-გაყიდვის ციებ-ცხელება და უცხო სახელის მქონე სენი ჩვენს შორისაც ეძებს მსხვერპლს. ასე რომ, თუ ამ სტატიის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანით, მოსალოცადაც კი გქონიათ საქმე.

საახალწლო ეპიდემია
ქისის დამაცარიელებელი ეპიდემია ქვეყნებსა და კონტინენტებს სწორედ საშობაო ფასდაკლების სეზონზე იპყრობს. რაც გნებავთ, ის დაუძახეთ –  შოპინგომანია, ონიომანია, ყიდვამანია (იმისდა მიხედვით, ინგლისურს ანიჭებთ უპირატესობას, ბერძნულს თუ მშობლიურ ქართულს)... ამერიკელმა მეცნიერებმა პათოლოგიურ მფლანგველობასა და სპირტიანი სასმელების სიყვარულს შორის უამრავი საერთო აღმოაჩინეს. ნახევარი საუკუნის წინ ანონიმური ალკოჰოლიკების საზოგადოებას ანონიმური მფლანგველები გამოეყვნენ. დღეს ეს საზოგადოება აშშ-ში – 400, ხოლო სხვა ქვეყნებში – კიდევ 13 ფილიალს აერთიანებ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 1754 | თარიღი: 22.09.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ბავშვის დაბადება, რაღა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მშობიარობა ძლიერი სტრესიც არის, ახალშობილის მოვლა კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. გასაკვირი არ არის, რომ ახალნამშობიარევ ქალს ემოციური ფონი რამდენადმე ეცვლება - შფოთავს, დაძაბულია, სწრაფად იღლება, გარემოსადმი ინტერესს კარგავს, უჩნდება არამოტივირებული აგრესია, ხშირად - ჩვილის მიმართაც კი, იოლად ეცვლება განწყობა... მშობიარობის შემდეგ ასეთი რამ უამრავ ქალს (სტატისტიკური მონაცემებით, მელოგინეთა თითქმის ნახევარს) ახასიათებს, თუმცაღა ამის გაცნობიერება და გამოთქმა ყველას არ შეუძლია - ეშინიათ, რომ ვერ გაუგებენ. ეს მოვლენები რამდენიმე დღეს, რამდენიმე თვეს, ზოგჯერ მთელ წელიწადს გრძელდება. მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ხშირად ურევენ სტრესში (baby blues), რომელსაც მშობიარობის შემდეგ პრაქტიკულად ყველა მელოგინე განიცდის. ამ შემთხვევაში სტრესისა და შფოთვის ხარისხი თანდათანობით, ორგანიზმის ჰორმონული ფონის სტაბილიზაციასთან ერთად მცირდება. მშობიარობის შემდგომ სტრესს მკურნალობა, ფაქტობრივად, არ სჭირდება. მასთან გამკლავებაში მელოგინეს ეხმარება დასვენება, ოჯახის წევრების, მეგობრების მზრუნველობა. მშობიარობის შემდგომი დეპრესია კი ფსიქიკური დაავადებაა და ხშირად მოითხოვს სპეციალიზებულ მკურნალობას. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზების შესახებ სპეციალისტებს საერთო აზრი არ გააჩნიათ. ნაწილობრივ ბრალი მიუძღვის იმ ჰორმონულ ძვრებს, მელოგინის ორგანიზმში რომ ხდება: ესტროგენები და პროგესტერონი (ქალის სასქესო ჰორმონები), რომლებიც ორსულობისას დიდი ოდენობით გამომუშავდებოდა საკვერცხესა და პლაცენტაში, ბ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 2088 | თარიღი: 20.03.2009 | რეიტინგი: 3.5/2

მეხსიერება ტვინის ძირითადი, ქცევის წარმმართველი ფუნქციაა. მუდმივად ცვლად გარემოში, ანუ სხვადასხვაგვარ სიტუაციაში, ადეკვატური ქცევის განხორციელება მეხსიერების განსხვავებული ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ადამიანმა ზოგ შემთხვევაში შეიძლება სწრაფად, გაუაზრებლად მოახდინოს რეაგირება გამღიზიანებელზე, ზოგ შემთხვევაში კი გააანალიზოს, გაიაზროს ადრე აღქმული, მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს საპასუხო ქცევა.

 ნათელია, რომ მეხსიერების სხვადასხვა ფორმის რეალიზაციაში სხვადასხვა ნერვული სტრუქტურა და მექანიზმი მონაწილეობს. ამის კვალობაზე, მეხსიერების ფენომენი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მეტად რთული შესასწავლი და გასაანალიზებელია. არც ისე ცოტა ხალხი უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, ზოგადად, ცუდ მეხსიერებას. ზოგ შემთხვევაში ეს მძიმე დაავადების (ალცჰაიმერის დაავადების, დისცირკულატორული ენცეფალოპათიის ანუ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობის) სიმპტომია, ზოგ შემთხვევაში კი - მხოლოდ გადაღლა-გადაძაბვის შედეგი. მეხსიერების დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ასთენიური სინდრომი (ზოგადი სისუსტე, გამოწვეული გადაღლა-გადაძაბვით და ამა თუ იმ გადატანილი დაავადებით);
  • მუდმივი სტრესი (სტრესული სიტუაციები);
  • ვერტებრულ-ბაზილარული უკმარისობა (სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავბრუხვევ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 2853 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ყლაპვის გაძნელება ზოგჯერ მძიმე ნევროლოგიური დაავადების ნიშანია. ყველაზე რთულია შემთხვევა, როდესაც დისფაგია გამოწვეულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით, რაც, პირველ ყოვლისა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას გულისხმობს. დისფაგია რომ განვითარდეს, უნდა დაირღვეს სისხლის მიმოქცევა თავის ტვინის ღეროში, რადგან სწორედ აქ მდებარეობს ნერვები, რომელთა დაზიანება ყლაპვის მოშლას იწვევს. დისფაგია ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ღეროში ლოკალიზებულმა ენცეფალიტმა, გაფანტულმა სკლეროზმა და ტრავმამ, რომელსაც თავის ტვინის ღეროს დაზიანება მოჰყვება.
 ხშირია შემთხვევა, როდესაც ყლაპვის გაძნელება გამოწვეულია არა ორგანული, არამედ ფუნქციური ხასიათის დაავადებით. ამ დაავადებათაგან, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ნევროზული მდგომარეობა. ნევროზით დაავადებულები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების გამო ხშირად მიმართავენ გასტროენტეროლოგს. ბევრი ჩივის, რომ უჭირს ყლაპვა, თითქოს ყელში ლუკმა აქვს გაჩხერილი. ზოგჯერ ეზოფაგოსპაზმი ვითარდება ჭამის დროს ძლიერი ფსიქიკური განცდის შემდეგ და მერე საკვების თითქმის ყოველი მიღებისას მეორდება. ეზოფაგოსპაზმს საფუძვლად შეიძლება ედოს ძლიერი ემოციური აფექტური დარღვევა, მუდმივი შფოთვა და შიში ჭამის წინ. როდესაც ნევროლოგი ასეთ პაციენტს სინჯავს, იკვლევს, როგორია ხახის რეფლექსი, ნაქის შეკუმშვა, ამგვარად ადგენს, რომ დაზიანება არის არა ორგანული, არამედ ფუნქციური და სხვა ჩივილების გათვალისწინებით, რომლებიც ნევროზულ მდგომარეობას ამხელს, უნიშნავს შესაბამის მკურნალობას - სედაციურ, დამამშვიდებელ პრეპარატებს, ანტიდეპრესანტებს.
ხშირად ყლა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 3006 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

აკვიატებული მოქმედებები და აკვიატებული შიშები აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზების რიცხვს ეკუთვნის. ნევროზები ფსიქოგენურ-რეაქციულ დაავადებათა ჯგუფია. ამ დაავადებებს საფუძვლად უდევს უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევა, რომელიც განსხვავებული ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური) ფაქტორების ზეგავლენით არის გამოწვეული.

 

 

ნევროზის აღმოცენება უმეტესად დამოკიდებულია არა პათოგენური გამღიზიანებლის ძალაზე, არამედ ფსიქიკური ტრავმის მიღების მომენტში ადამიანის უმაღლესი ნერვული მოქმედების ფუნქციონალურ მდგომარეობასა და მატრავმირებელი ზემოქმედების მნიშვნელობაზე.

ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი გამღიზიანებლების მოქმედება, ისე ნერვული სისტემის დამსუსტებელი მავნე ფაქტორების (სომატური დაავადებები, გადაღლა, იძულებითი გამოუძინებლობა, ენდოკრინული დარღვევები, ალკოჰოლიზმი და სხვა) ზეგავლენა. აკვიატებულ მდგომარეობებს საფუძვლად უდევს ლოკალური დაზიანებები, რომლებიც ბიძგს აძლევს ავადმყოფის ტვინის ქერქში მიმდინარე პათოლოგიურ ფუნქციონალურ ძვრებს.
დაავადების სახელწოდება, აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი, იმაზე მიუთითებს, რომ მის კლინიკურ სურათში ცენტრალური ადგილი აკვიატებას უკავია. აკვიატებული მდგომარეობა შინაარსით პოლიმორფულია: ხშირად შეინიშნება აკვიატებული შიშები, აზრები, მოქმედებები და ა.შ.

აკვიატებუ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 3257 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ნევროზის გამოვლინებებს ორ ჯგუფად - ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად ყოფენ. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები, აგრეთვე - ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ერთობლიობაა), მეორეს - ვეგეტატიური აშლილობანი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები, აგრეთვე - მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილები, პროფესიული დისკინეზიები და სხვა.

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის.  ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ. ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადებ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 3377 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 3.4/9

დეპრესია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გამოცდილი აქვს დეპრესია ამა თუ იმ ფორმით და ამა თუ იმ ინტენსივობით. ზოგი ადამიანი მძიმე ქრონიკული დეპრესიით იტანჯება, ზოგს კი უმნიშვნელო დეპრესიული რეაქციები ახასიათებს გამოწვეული ცხოვრებისეული სტრესით. ამიტომ მნიშვნელოვანია ალბათ გვქონდეს სათანადო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის დეპრესია? როგორ გამოიხატება? რა ფსიქოლოგიური მიზეზები თუ მექანიზმები უდევს მას საფუძვლად? და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას.
დეპრესიას ძალიან მრავალფეროვანი გამოვლინებები და გამომწვევი მიზეზები აქვს. თანდათანობიოთ ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია დეპრესიის სიმპტომებისა და წარმოქმნის მექანიზმების შესახებ. თავდაპირველად კი ავღნიშნავ, რომ ზოგადად, უხეშად რომ დავყოთ, არსენობს დეპრესიის ორი სახე მისი გამომწვევი მიზეზის და მიხედვით: ფიზიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული და ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული დეპრესია.
ფიზიოლოგიურად გამოწვეული დეპრესიის ანუ ენდოგენური დეპრესიის (იგივე მანიასკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ახალი თერმინოლოგიით კი ბიპოლარული აშლილობა) გამომწვევი მიზეზები ცილდება ფსიქოლოგიის სფეროს და უფრო მედიკო-ბიოლოგიური საკითხია, ამიტომ თავს ავარიდებ მათ დაწვრილებით აღწერას. ვიტყვი მხოლოდ რომ ეს მდომარეობა გამოწვეულია თავის ტვინში გარკვეული ნივთიერებების დისბალანსით, რომლებიც ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ. ქვევით მოვიყვან ბიპოლარული აშლილობისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, კერძოდ დიდი დეპრესიული, მანიაკალური და ჰიპომანიაკალკური ეპიზოდებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, რომელიც აღებულია ამერიკელ ფ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 2846 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 2.0/3

ნერვოზი ფსიქოლოგიური დაავადებაა,რომელიც წარმოადგენს პიროვნების რეაქციას მწვავე ან ქრონიკულ ფსიქიკურ ტრამვაზე.მისი განვითარების მექანიზმებში ადგილი არ აქვს ნერვული სისტემის ე.წ. ორგანულ დაზიანებას. სხვა სიტყვებით ნევროზი არის კომფლიქტი პიროვნების თვითშეფასებისა და მის რეალურ შესაძლებლობებს შორის,მისი შინაგანი სამყაროს სოციალურ გარემოსთან შეგუების სიძნელე,რის ფონზეც აღმოცენდება ხასიათობრივი ცვლილებები ,გაღიზიანებადობა,ემოციურობა,უძილობა,აგრესია,შინაგანი დისკომპორტი,ან პირიქით-აპათია,მოთენთილობა,უხალისობა და სხვ.
კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 3090 | თარიღი: 03.02.2009 | რეიტინგი: 4.0/3

Copyright MyCorp © 2024