მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » საინტერესო
მამაკაცისთვის ლამაზ ქალბატონთან სულ რაღაც ხუთწუთიანი საუბარი ისეთივე სტრესია, როგორიც პარაშუტით გადმოხტომა.
ლამაზმანის დანახვაც კი მამრობოთი სქესის წარმომადგენლებში სტრესული ჰორმონის - კორტიზოლის აწევას, მუდმივი კონტაქტი კი დიაბეტს, ჰიპერტონიასა და იმპოტენციას იწვევს, - აცხადებენ ესპანელი სწავლულები, - იუწყებაThe Telegraph.
ვალენსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა 84 სტუდენტზე   ექსპერიმენტი ჩაატარეს. თითოეულ მათგანს ჩაკეტილ ოთახში, ლამაზი ქალის თანდასწრებით თავსატეხი ”სუდოკუ” უნდა გადაეწყვიტა.
აღმოჩნდა, რომ ოთახში ლამაზი ქალბატონის გვერდით სტუდენტის სისხლში ჰორმონის დონე მკვეთრად იზრდებოდა, გამოსვლისას კი ნორმაში დგებოდა.
დაკვირვებამ საინტერესო შედეგი აჩვენა: ლამაზი ქალის დანახვისას მამაკაცში მზრუნველობის ინსტინქტი იღვიძებს და ამ დროს ხუთი წუთიც კი საკმარისია, რომ ორგანიზმში კოტრიზოლის დონემ პიკს მიაღწიოს, ეს კი მამაკაცისათვის უდიდესი სტრესია.
შედეგი კი სავალალოა: ჰორმონის მომატება და სტრესი ჯანმრთელობას ვნებს, ორგანიზმში უჯრედული მეტაბოლიზმის  მოშლა კი ჩამოთვლილი დაავადებებისაკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.
კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 1131 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 5.0/2

თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან გვასწავლიან ელემენტარულ სამედიცინო წეს–ჩვეულებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში დოგმებად ყალიბდება. ბევრი ასეთი წესი განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. ორმა ამერიკელმა ექიმმა მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მითები შეაგროვა, რომლებსაც ხშირად თავად ექიმებიც კი ემორჩილებიან, მაგრამ სულ ტყუილად.
1. დღეში 8 ჭიქა წყალი
სპეციალისტებმა ვერანაირი მიზანშეწონილობა ვერ აღმოაჩინეს ამ რეკომენდაციაში. ეს მითი 1945 წლიდან მოდის, როდესაც სამეცნიერო პრესაში გამოქვეყნდა ვარაუდი, რომ ზრდასრულ მამაკაცს დღეში 2,5 ლიტრი წყალი სჭირდება. იქვე ისიც ეწერა, რომ წყლის ამ მარაგის მნიშვნელოვან ნაწილს ორგანიზმი საკვებიდან იღებს, მაგრამ ეს არავის დაამახსოვრდა. წყლის მარაგს ადამიანი ასევე იღებს ნატურალური წვენებიდან, რძიდან და კოფეინიანი სასმელებიდან.
2. მამაკაცები ტვინის 10 პროცენტს იყენებენ
თითქმის საუკუნეა არსებობს მითი, რომ კაცები ტვინის 10 პროცენტს იყენებენ. ზოგი ამ მოსაზრებას აინშტაინსაც მიაწერს, მაგრამ ეს არსად დაფიქსირებულა. რეალურად კვლევებმა გამოარკვია, რომ მამაკაცი თავისი ტვინის შესაძლებლობების გაცილებით მეტს იყენებს, ვიდრე 10 პროცენტია.
3. თმა და ფრჩხილები სიკვდილის შემდეგაც იზრდება
ეს მითი ხშირად ტრიალებს ფილმებსა თუ შოუებში. თმისა და ფრჩხილების ზრდას რთული ჰორმონალური რეგულაცია სჭირდება, რომელიც, რა თქმა უნდა, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ წყდება. ამ მითის წარმოშობა შესაძლოა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ სიკვდილის შემდეგ რბილი ქსოვილები თავის მოცულობას კარგავს და შესაბამისად თმა დ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 1229 | თარიღი: 12.11.2010 | რეიტინგი: 1.0/1

ქალის ფეხს ბევრი რამის მოყოლა შეუძლია მისი მფლობელის შესახებ. სპეციალისტისათვის საკმარისია ერთხელ შეხედოს ქალის ფეხს, რომ მაშინვე განსაზღვროს მისი ცხოვრების სტილი და ხასიათის თავისებურებები. უფრო მეტიც - ეს მთელი მეცნიერებაა და ნებისმიერს შეუძლია საკუთარი ნატურის რაღაც თვისებების განსაზღვრა, რადგან ზოგიერთი რამ ყველასათვის ხელმისაწვდომია.

მაშ ასე, რაზე გვიამბობენ ქალის ფეხები? მივყვეთ ამ მხიარული დასკვნების ჩამონათვალს :)

  • თუ მოულოდნელად თქვენი ფეხის ზომა გაიზარდა, ნიშნავს, რომ საკუთარი შესაძლებლობების და მიღწევების აღიარებას ელოდებით, მაგრამ თქვენი ამბიციების რეალიზაციისათვის ახალი გზები უნდა მოძებნოთ. 
  • თუ ფეხი გაგიგანიერდათ, შესაძლოა, ძალიან ბევრს მუშაობთ და აუცილებელია დასვენებაზე იფიქროთ. 
  • ვიწრო ტერფი ზედმეტი სინაზისა და სიზარმაცის ნიშანია. ასეთი ფეხის მქონე ქალი თავს არ იწუხებს არც პატარა, არც დიდი საზრუნავით, რადგან შეუძლია ისინი წარმატებით გადააბაროს სხვას. 
  • ძლიერი ფეხის მქონე ქალი ადვილად ღიზიანდება, ადვილად გამოდის მდგომარეობიდან როცა მის გამოთქმულ აზრსა და იდეებს ეჭვით უყურებენ.
ტერფის ზედა მხარე  ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 1508 | თარიღი: 17.07.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ფსიქოლოგებისა და ნეირობიოლოგების ჯგუფის მიერ ჩატარებული იქნა უცნაური ექსპერიმენტი. მათ შესთავაზეს სტუდენტთა ჯგუფს ტესტი, რომლითაც ფასდებოდა სივრცული აზროვნების განვითარების ხარისხი. კვლევის ჩატარებამდე 10 წთ-ით ადრე სტუდენტთა ერთი ჯგუფი უსმენდა მოცარტის მუსიკას, ხოლო მეორე კი ფილიპ გლასის ოპუსებს. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: მათ, ვინც უსმენდა მოცარტს, აღენიშნათ შემოქმედებითი ძალების ნამდვილი მოზღვავება და 62%-ით მეტად წარმატებულნი აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, როგორც სურდოლოგები (სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან სმენის დეფექტებს) და ლოგოპედები (სპეციალისტები, რომლებიც დაკავებულნი არიან მეტყველების პრობლემების კორექციით) აღნიშნავენ, კლასიკური მუსიკას გააჩნია სამკურნალო ეფექტი. კერძოდ, მოცარტის მუსიკის ეფექტი განპირობებულია მასში მაღალი სიხშირის ტალღების პრევალირებით. ეს ბგერები, ერთის მხრივ, აძლიერებენ შუა ყურის მიკროსკოპულ კუნთებს, მეორეს მხრივ კი, 3000-დან 8000ჰც და მეტი სიხშირის ბგერები იწვევენ განსაკუთრებით მაღალ რეზონანსს თავის ტვინის ქერქში, რაც აუმჯობესებს მეხსიერებას და ასტიმულირებს აზროვნებას.
ბევრი ფსიქოთერაპევტი იყენებს მუსიკას რიგი დაავადებების კომპლექსური და ინტენსიური მკურნალობის სქემებში. ზოგიერთი მათგანის დაკვირვებით, განსაკუთრებული ეფექტით ხასიათდება სიმებიან ინსტრუმენტებზე შესრულებული მუსიკა, წუთში 64 მეოთხედი ნოტით. ჩვენი გულის შეკუმშვათა რიტმი შეადგენს საშუალოდ 68-72 დარტყმას. ბახის, ჰენდელის, ვივალდისა და კორელის მუსიკა წუთში მხოლოდ 60 ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 1658 | თარიღი: 13.03.2009 | რეიტინგი: 5.0/2

A-ვიტამინი ანტიმჟანგავია და კარგია მხედველობისთვის;
B1-აადვილებს მეტაბოლიზმს,კარგია ნერვებისა და კუნთებისთვის;
B2-აადვილებს ენერგეტიკულ ელემენტების ასიმილაციას,რომლებსაც საკვები შეიცავს.კარგია ლორწოვანი გარსისთვის;
B3-კარგია ლორწოვანი გარსისა და კანისთვის;
B5-ანტისტრესული და ენერგეტიკული ვიტამინია.ის ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას,გვიცავს ალერგიისა და მაღალი წნევისგან;
B6-კარგია ნერვებისთვის,ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოქმნას;
B8-შესანიშნავია კანის,თმისა და ნერვებისთვის,აწესრიგებს ლიპიდების მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს მადას;
B9-აწესრიგებს ნერვულ სისტემას;
B12-ხელს უწყობს ზრდას;
C-ანტიმჟანგავია,ასევე ანტისტრესული.აადვილებს რკინის შეთვისებას და შეხორცების პროცესს.სტიმულს აძლევს იმუნურ სისტემას და არეგულირებს ქოლესტერინს;
E-ანტიმჟანგავი ვიტამინია.კარგია სისხლისთვის,კუნთებისა და ნერვებისთვის.
K-კარგია ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის.
კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 1460 | თარიღი: 26.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

უამრავი სატელევიზიო სარეკლამო რგოლის წყალობით ბევრმა იცის პირის ღრუში მჟავა-ტუტე წონასწორობაზე საღეჭი რეზინის ზეგავლენის  შესახებ, თუმცა რეგულარულ ღეჭვას აქვს სხვა დადებითი და უარყოფითი მომენტებიც.

ცოტა რამ საღეჭი რეზინის ისტორიიდან: საღეჭი რეზინა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არსებობს. ასე მაგ. ინდიელები ღრძილებისა და საღეჭი კუნთების გავარჯიშების მიზნით იყენებდნენ მატყლისა და თაფლის ნარევს. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ თამბაქოსთან ერთად ევროპაში მოხვდა დღევანდელი საღეჭი რეზინის წინამორბედები, რომელთა სიკეთეც ვერ დააფასეს მაშინდელმა  ევროპელებმა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ამერიკაში მოხდა საღეჭი რეზინის ხელმეორედ დაბადება. საღეჭად გამოიყენებდნენ ნაძვის ფისს, რომელსაც საღეჭი თვისებების მისანიჭებლად ხანგრძლივად აჩერებდნენ პირის ღრუში. ეს აძნელებდა საღეჭი რეზინის ფართოდ გავრცელებას. “საღეჭი ინდუსტრის” სწრაფი წინსვლა გამოიწვია სხვა მცენარეების წვენის გამოყენებამ, რომლებიც თავისი თვისებებით ემსგავსებოდნენ ლატექსს. შემდეგ დაიწყეს საღეჭ რეზინაში შაქრისა და სხვადასხვა არომატიზატორების დამატება. 1939 წელს გამოჩნდა ამერიკელი პროფესორის ხოლინგვორთის ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: საინტერესო | დათვალიერება: 1504 | თარიღი: 26.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

Copyright MyCorp © 2024