მედიცინა - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










                    

უძველესი დროიდან ითვლებოდა რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამ,სანამ ჯანმრთელი აქვს კბილები.
კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა უდავოდ დაკავშირებულია პირის ღრუს ჰიგიენასთან.
სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის ერთერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია კბილების,ღრძილების და ლორწოვანი გარსის სწორი წმენდა,
სავლებების და კბილის ძაფების ან ფლოსების გამოყენება.

არსებობს აზრი რომ კბილების დაზიანება და დაკარგვა ასაკთან ერთად გარდაუვალია.
ამიტომ ბევრი არ აქცევს ყურადღებას იქამდე,სანამ კბილის ტკივილი არ გახდის იძულებულს მიმართოს სტომატოლოგს
თუმცა შესაძლებელია კბილის დაავადებების მკვეთრად შემცირება კბილების და ღრძილების მოვლის ძირითადი წესების დაცვით.

პირის ღრუს სწორი მოვლა ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას.
ბაქტერიული ნადები არის კარიესული ღრუების წარმოქმნის და ღრძილების ანთების ძირითადი მიზეზი.
კბილის ნადების ხელსაყრელი მიდამო არის კბილთაშუა ნაპრალები,კბილის ყელის მიდამო და საღეჭი ზედაპირები.
სწორედ ამ ადგილებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.


როგორ უნდა გავიწმინდოთ კბილები სწორად?


 კბილის პირველი ჯაგრისის გამოჩენის დღიდან მოწოდებული იქნა კბილის გაწმენდის რამოდენიმე მეთოდი,
მაგ. ჩარტერის, სტილმანის, სმიტ-ბელის, რეიტეს, ფონესის, ბასისა და სხვათა მეთოდებს აღენიშნებოდათ თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები.
 ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ სტომატოლოგი უნდა ურჩევდეს პაციენტს,
მისი პირის ღრუს მდგომარეობის გათვალისწინებით,
 კბილის გაწმენდის ამა თუ იმ მეთოდს. თუმცა, არსებობს კბილების გასუფთავების,
 როგორც ჰიგინური ღონისძიების ჩატარების, სტანდარტული მეთოდები. მათი მიზანია არა მხოლოდ კბილის ზედაპირის გაწმენდა, არამედ ნადების მოცილება კბილებსშორისი არეებიდან, ღრძილების მასაჟი.

კბილების გაწმენდის სტანდარტული პროცედურა უნდა ჩატარდეს შემდეგნაირად:
1. ჯაგრისი უნდა დავიჭიროთ კბილის ზედაპირისადმი 45 გრადუსიანი კუთხით. გაწმენდა დაიწყეთ გახსნილი კბილების მდგომარეობაში;
2. დაიწყეთ წმენდა ზედა ყბის კბილების ლოყის ზედაპირიდან. შეასრულეთ 10 მოძრაობა ერთ მხარს და 10 მოძრაობა მეორე მხარეს;
3. ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით ჯაგრისის მოძრაობით გაიწმინდეთ კბილების შიდა ზედაპირი (ენის მხარეს);
4. ამის შემდეგ შეუდექით კბილების საღეჭი ზედაპირების გაწმენდას. საჭიროა შესრულდეს პირიდან გარე მიმართულებით 10-15 მოძრაობა ყოველ მხარეს;
5. გაიმეორეთ ყველა ეს მოძრაობა ქვედა ყბის კბილებისათვის;
6. წინა კბილების გაწმენდისას დაიჭირეთ ჯაგრისი კბილების რიგის მიმართ პერპენდიკულარულად;
7. დაასრულეთ კბილების გაწმენდის პროცედურა ზედა და ქვედა ღრძილების მასაჟით, რომელიც ტარდება დახურული კბილების პირობებში ჯაგრისის წრიული მოძრაობით.
კბილების საღეჭ ზედაპირზე დარჩენილი საკვების ნარჩენები ადვილად იწმინდება ჯაგრისით, მაშინ როდესაც კბილებს შორის დარჩენილი არე ჯაგრისისათვის მიუდგომელია და აქ დარჩენილი საკვების ნარჩენები კარიესის განვითარებისათვის საუკეთესო წინაპირობაა. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ კბილის გაწმენდის პროცესში გარდა კბილის ჯაგრისისა, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ძაფებიც – ე.წ. ფლოსები, რომელთა საშუალებითაც იწმინდება კბილთაშორისი არეები. ფლოსი, ანუ კბილის გასაწმენდი სპეციალური ძაფი ჩვენი ქვეყნის სააფთიაქო დახლებზე მხოლოდ უკანასკნელ წლებში გამოჩნდა. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მას გამოკითხულთა მხოლოდ 1,5% იცნობს და ადამიანთა ეს მცირე რაოდენობაც კი მას მხოლოდ კვირაში ერთხელ იყენებს. კბილების გაწმენდის ეს ორი საშუალება _ ჯაგრისი და ფლოსი ერთმანეთს ავსებენ და ისინი ყოველდღიურად უნდა იქნას გამოყენებული.
დაიმახსოვრეთ: კბილების გაწმენდის მთელი პროცედურა არ უნდა იკავებდეს 3 წთ-ზე ნაკლებ დროს. უმჯობესია, თუკი მას 5 წთ-ს დაუთმობთ. სასურველია, სააბაზანო ოთახში იქონიოთ საათი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ დროში ორიენტაცია. კარგი იქნება, თუკი პროცედურას დაიწყებთ პირის ღრუში ფტორის შემცველი ხსნარის გამოვლებით, შემდეგ ჩაატარებთ კბილების გაწმენდის სტანდარტულ პროცედურას, ხოლო დაასრულებთ ენის ზედაპირის გაწმენდითა და წყლის გამოვლებით. ძილის წინ კბილებს შორის არსებული ზედაპირისა და ნაპრალების დასაწმენდად აუცილებლად გამოიყენეთ ფლოსი. რაც შეეხება ელექტრულ კბილის ჯაგრისებს, სტომატოლოგები რეკომენდაციას უწევენ Braun Oral Bელექტროჯაგრისს, რომლის საშუალებითაც განსაკუთრებით ეფექტურად ხდება კბილის ნადების მოცილება და ღრძილების მასაჟი.
Copyright MyCorp © 2017