მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » ნერვოზი,დეპრესია...დამეხმარეთ.
23:23
ნერვოზი,დეპრესია...დამეხმარეთ.
მოკლედ გავეცანი რაღაც ინფორმაციებს ამ საიტზე,კონკრეტულად დეპრესიისა და ნერვოზის შესახებ და დავადგინე რო მაქვს ნერვოზი,მაგრამ არ ვიცი როგორი სირთულის და რამდენად გამოსწორებადია რა.....და მინდა გამარკვიოთ ვინმემ რა სახის ნერვოზთან მაქვს საქმე და რითი და რამდენ ხანში შეიძლება დავუბრუნდე ცხოვრების ნორმალურ დონეს.

ვარ 16 წლის.

როგორც ზემოთ ავღნიშნე წავიკითხე ინფორმაცია ნერვოზზე და დეპრესიაზე და აი ეს ინფორმაციები რომლებიც მე შემესაბამება,ანუ მართლა მჭირს სენი:

1. დაქვეითებული გუნება-განწყობა მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე

2. ინტერესების შემცირება და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება ყველაფერში ან თითქმის ყველაფერში

3. უძილობა ან ჭარბი ძილიანობა თითქმის ყოველდღე

4. დაღლილობა და ენერგიეს ნაკლებობა

5. სუიციდალური აზრები, ფიქრები სიკვდილისწ შესახებ (მაგრამ არა სიკვდილის შიში)

კიდევ შიშები მაქვს გულის დაავადების შიში,გაგიჟების შიში,ღია სივრცის შიში,სიმაღლის შიში,კიბოთი დაავადების შიში...

ხოდა დამეხმარეთ და გამარკვიეთ რა როგორი სახის ნერვოზი მაქვს და ა.შ

ან აქედან რომელი შეიძლება შეესაბამებოდეს ჩემს მდგომაერობას:

პროგრესირებადი - როდესაც ნევროზული დარღვევები დროის განსაზღვრულ პერიოდში ძლიერდება
რეგრესირებადი - როდესაც ნევროზული გამოვლინებები სუსტდება
სტაციონარული - როდესაც ნევროზული გამოვლინებები უცვლელია
ტალღისებრი - როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 132 | დაამატა: Joey | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017